https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოდუას და თარგამაძის მკვლელობის მომზადების “თეთრი ძაფით” ნაკერი საქმე _ “სამართალს ვითხოვ”

10:01; 24.01.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მაღალი თანამდებობის საჯარო პირების მოკვლის ორგანიზებისთვის,  7 შვილის მამას 20 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ზურა ვაზაგაშვილის საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, გირვლიანის, მოლაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღეს, რომელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა _ მაია ოშხარელმა, დავით სულაქველიძემ და გიორგი შავლიაშვილმა საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით ვაშალომიძეს 5 პირის მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად,  სასამართლოში წარდგენილ მასალებში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებს დაზარალებულების სტატუსით _ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა.

ზეწოლის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს. იგი დღესაც სასჯელს იხდის, მისივე თქმით, მხოლოდ “რეფორმების პიარის“ გამო და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.

„გურია ნიუსმა“ ვაშალომიძის საქმეზე ჟურნალისტური მოკვლევა 2015 წელს ჩაატარა.

მოკვლევით გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 2011 წლის 18 ოქტომბერს 1985 წელს დაბადებულ თეიმურაზ თავბერიძეს 18 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 1962 წელს დაბადებულ ბადი ვაშალომიძეს 20 წლითა და ექვსი თვის ვადით.

სასამართლოს განჩინების თანახმად თავბერიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის ანგარებით, შეკვეთით, ჯგუფურად და მართლსაწინააღმდეგოდ  შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა.

ვაშალომიძეს კი ბრალი დაედო და დაუმტკიცდა იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის ანგარებით შეკვეთით, ჯგუფურად; ამისთვის კი მართლსაწინააღმდეგოდ  შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა.

საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის დეკემბრის ბოლოს, თეიმურაზ თავბერიძემ ბადრი ვაშალომიძისგან მიიღო შეკვეთა გივი თარგამაძის, ერეკლე კოდუას და სხვა პირების განზრახ მკვლელობაზე, რისთვისაც თითეული პირის მკვლელობისთვის გასამრჯელოდ მიიღებდა 50 000 აშშ დოლარს.

„აღნიშნული შეკვეთის  განსახორციელებლად, თავბერიძემ დაიწყო დანაშაულის მომზადება, შეარჩია სანდო პირები, შეიძინა იარაღები, საბრძოლო მასალა, შეისწავლა თარგამაძის და კოდუას  გადაადგილების მარშრუტები და გადაიღო ვიდეო კამერით. შეარჩია კოდუას მკვლელობის განსახორციელებელი შესაბამისი ადგილი _  შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც სნაიპერი განახორციელებდა კოდუას მკვლელობას. მის მიერ ვიდეოკამერით გადაღებული მასალა გადაწერა CD დისკზე და წაიღო ოზურგეთში ვაშალომიძისთვის გადასაცემად,“ _ აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.

2011 წლის 11 მარტს, თავბერიძე  ბათუმში დააკავეს და ბინიდან ამოიღეს ერთი დისკი, 7 ცალი ვაზნა.

საქმის მასალების თანახმად, თეიმურაზ თავბერიძემ, რომელიც 2-ჯერ იყო ნასამართლევი, თავი დამნაშავედ ცნო:

_ სასჯელის მოხდისაგან 2010 წლის 9 დეკემბერს გავთავისუფლდი.  20 დეკემბერს ჩემთან მოვიდა ბადრი ვაშალომიძის შვილი და მითხრა, რომ მამამისს ჩემი ნახვა უნდოდა. წავედი მის სახლში. მომიტანა ქაღალდზე დახაზული რაღაც გეგმა,  სადაც ეწერა იმ ხალხის  სახელი და გვარი, ვინც მოსაშორებელი იყო. ასევე, ბადრის ახსნით, ერეკლე კოდუას მოძრაობის მარშრუტი. ბადრიმ გამაფრთხილა, რომ სხვებისთვის მეთქვა, თითქოს დავალება მიიღო კანონიერი ქურდის _  ვალიკო მჟავიასგან და ასე მეთქვა ყველასთვის, _ აღნიშნულია თავბერიძის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.

მისივე ჩვენების თანახმად,  ამის შემდეგ დაუკავშირდა  მის მეგობარს ლაშა ჯინჭარაძეს, რომელმაც მოგვიანებით გააცნო მისი მეგობარი კახა და დაიწყეს მზადება. ამავე ჩვენებით, სწორედ ლაშა და კახა იღებდნენ ვიდეო ფირზე კოდუასა და თარგამაძის გადაადგილების მიმართულებებს. თავბერიძის მტკიცებით, დისკები მან წაიღო ოზურგეთში იმისთვის, რომ ვაშალომიძისთვის ეჩვენებინა, თუმცა მიხვდა, რომ „ლაშა და კახა ღალატობდნენ“ და გაიქცა.

სისხლის სამართლის საქმის თანახმად, ლაშა ჯინჭარაძის მეგობარი კახა (კატუკია) პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც ე.წ. „ბანდაში“ მას შემდეგ ჩანერგეს, რაც ლაშა ჯინჭარაძე საკუთარი ფეხით მივიდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ზაზა ბებიასთან და უთხრა, რომ მის ბინაში დროებით ცხოვრობდა მისი ციხის მეგობარი თავბერიძე, რომელიც იარაღის ცხინვალიდან შემოტანას, კოდუას და თარგამაძის მკვლელობას აპირებდა.

სწორედ ამ შეტყობინების შემდეგ დაყენდა ვიდეოკამერები ჯინჭარაძის  ბინაში და ტელეფონზე დაწესდა მოსმენები.

დღემდე უცნობია რა ჩანაწერის მოგროვება შეძლეს სამართალდამცავებმა, რადგან ისინი სასამართლო პროცესზე არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე საკმაოდ რეზონანსული უნდა ყოფილიყო, რადგან საუბარი ეხებოდა მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობას, მედიითაც არ გაშუქებულა.

მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, რომ ჩანაწერები გასაჯაროებულიყო, სასამართლომ ამაზე უარი თქვა და განაჩენი მხოლოდ თავბერიძის, ჯინჭარაძის და პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გამოიტანა.

პროკურორ ხარებავას მტკიცებით, რომელსაც სახელი უკვე განთქმული ჰქონდა ზურა ვაზაგაშვილის საქმით, ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დამნაშავეები მკაცრად დასჯილიყვნენ. ვაშალომიძეს ბრალი არც გამოძიების დროს და არც სასამართლოზე არ უღიარებია. მნიშვნელოვანია, რომ ვაშალომიძის სახლიდან ამოღებულ იარაღზე თითის ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა _ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღი სრულიად ახალი იყო. სასამართლო ასევე არ დაინტერესებულა სად შეხვდა ვაშალომიძე ვალიკო მჟავიას, კანონიერ ქურდს, როცა მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საქართველოში არ იმყოფებოდა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაშალომიძემ საზღვარი გადაკვეთა, თუმცა, გამოძიების მტკიცებით, შეხვედრა თურქეთში შედგა. ამ ფაქტის  მტკიცებულებად მხოლოდ პროკურორ ხარებავს და გამომძიებლის სიტყვები აღმოჩნდა საკმარისი.

ბრალდებულის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მათ ამჯერადაც „გაუმართლათ“ და საქმე განსახილველად გვირგვლიანის, მოლაშვილის და ვაზაგაშვილის საქმის მოსამართლეებს გადაეცათ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ხოლოაშვილი, ლომთათიძე და ჩემია, მოსამართლე ცერცვაძის განაჩენს სრულად დაეთანხმნენ. როგორც განაჩენში წერია, სასამართლო მხოლოდ “თავბერიძის თანმიმდევრულ ჩვენებას დაეყრდნო“:

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რონ თავბერიძის ჩვენებას ვაშალომიძის დანაშაულის მომზადების შესახებ ამყარებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. კერძოდ მოწმეების ზ. ბებიას, ლ.ჯინჭარაძის ჩვენებით ირკვევა, რომ თავბერიძე მარტო არ მოქმედებდა და ოზურგეთიდან, სადაც ცხოვრობს ვაშალომიძე, დახმარებას ელოდა საყურადღებოა ასევე, რომ მას დანაშაულის მომზადების ამსახველი ფირი გურიაში უნდა ჩაეტანა და ეჩვენებინა იმ პირისთვის, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ბინის ჩხეკის ოქმითა და მოწმეების _ დავით სიხარულიძის, მიხეილ დარჩიას და გიორგი ბიჭიკაშვილის ჩვენებებით  დადგენილია, რომ ვაშალომიძის ბინიდან ამოღებული იქნა შავი ნაჭრის ნიღაბი, იარაღი, ვაზნები, თაბახის ფურცელზე შესრულებული სქემა,“ _ წერია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილ განაჩენში.

საქმის მასალებში არ არის მითითებული, თუ ვისგან ელოდა დახმარებას ბრალდებული, გამოძიება კონკრეტულ პიროვნებებზე არ გასულა და ამით არც სასამართლო დაინტერესებულა, ხოლო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული მოწმეები _ სიხარულიძე, დარჩია და ბიჭიკაშვილი გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

როგორც ბადრი ვაშალომიძის ოჯახის წევრები ამბობენ, პოლიციელებმა სახლი ჩხრეკის ორდერის გარეშე ისე გაჩხრიკეს, რომ მოწმეებიც არ ჰყოლიათ.

“შეხედეთ ამ სახლს _ 27 კვადრატულია და ამ სახლში ათი ადამიანი ვცხოვრობდით: ჩემი მამამთილი, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი 7 შვილი. თავადაც ხედავთ როგორ დგას საწოლები და ამდენ სულს რომ ერთი კარადა გვაქვს. შეუძლებელია ამ კარადაში იარაღის შენახვა. მით უმეტეს, რომ ჩვენი შვილები არასრულწლოვნები არიან. პოლიციელებმა იარაღი თავად ჩადეს. ოთახში გაბერილი ქურთუკებით შემოვიდნენ, ბავშები დააწიოკეს, შეაშინეს. უფრო მეტიც _არასრულწლოვანი ბიჭებიც კი გაჩხრიკეს, _ ჰყვება ჩვენთან საუბრისას ბადრი ვაშალომიძის მეუღლე.

მაშინ ჩხრეკაზე მყოფი პოლიციელები კომენტარები არ გააკეთეს. გვითხრეს, რომ საქმე ახსოვთ, თუმცა, კითხვაზე _ რატომ არ დაასწრეს ჩხერკას მოწმეები, რატომ გაჩხრიკეს არასრულწლოვანი და ჩადეს თუ არა იარაღი ზემდგომის ბრძანებით, არ გვიპასუხეს.

საქმე რომ “თეთრი ძაფით“ არის შეკერილი, ამას ვაშალომიძის ადვოკატი _ მარაბ ფუტკარაიაც ადასტურებს და ამბობს, რომ ბევრი ბრძოლის მიუხედავად ვერაფერი შეძლო. ფუტკარაია ადასტურებს გამოთქმულ ეჭვს იმის შესახებ, რომ ვაშალომიძე მხოლოდ ე.წ. „ნასედკების“ ჩვენების საფუძველზე, ციხეში უსამართლოდ ზის.

2015 წელს, პატიმარი ბადრი ვაშალომიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ზის ციხეში და  რატომ ვერ იპოვა სამართალი.

_ უზენაესმა სასამართლომ ჩვენი საჩივარი არც კი მიიღო. არაფრის გამო, ამდენი ხანია უსამართლოდ ვზივარ ციხეში. სტრასბურგის ფული მე და ჩემ ოჯახს არ გვაქვს.  სოციალური დახმარების და მამაჩემი პენსიის იმედზე არიან 9 სული, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას ვაშალომიძე.

„გურია ნიუსთან“ საუბრისას პატიმარმა ისიც მოყვა, რომ გამოძიების დროს, მას ბრალად თარგამაძის და კოდუას გარდა, თეა თუთბერიძის, გიორგი ვაშაძის და დათა ახალაიას მკვლელობის ორგანიზებაც წაუყენეს:

_ დიდი სია ჰქონდათ, თუმცა შემდგომ, სასამართლოზე ეს სია აღარ წარმოუდგენიათ. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ერეკლე კოდუას, გივი თარგამაძის, გიორგი ვაშაძის და დათა ახალაიას მკვლელობა ვალიკო მჟავიამ შემიკვეთა, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს ვერც დაამტკიცეს. ამბობდნენ, რომ მათი მკვლელობა თითქოსდა მათ მიერ გატარებული რეფორმების გამო გვსურდა, რომ მათ გაიჩინეს მტერი,  _ ამბობს ვაშალომიძე.

მისივე თქმით, პროკურორი ხარებავა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცდილობდა მის სამაგალითოდ დასჯას:

_ ციხეში მოდიოდა ჩემთან და აღიარებას მთხოვდა. გამომძიებელიც ხშირად მაკითხავდა, თუმცა მათ მოსვლამდე წამების რთულ გზას გავდიოდი, _ ამბობს ბრალდებული ვაშალომიძე.

„გურია ნიუსთან“ საუბრისას ვაშალომიძემ გაიხსენა, რომ  მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ყველაზე მძიმე გლდანის ციხეში იყო:

_ ჯერ ბათუმის ციხეში ვყავდი, მერე გლდანში გადამიყვანეს. ტყვია არ უსვრიათ, თორემ, არაფერი დაუკლიათ. ყველა მესამე დღეს სასტიკად მცემდნენ და მაწამებდნენ. ყველა ჯალათის სახე მახსოვს. განსაკუთრებული სისასტიკით ოლეგ ფაცაცია, დათო გაგუა და ნოზაძე დათო გამოირჩეოდნენ, _ გლდანის ციხეში გატარებული მძიმე დღეების უემოციოდ გახსენება უჭირს ვაშალომიძეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების პიარს შესწირეს მისი თავისუფლება:

_ პიარისთვის სჭირდებოდათ ჩემი საქმე. ამიტომაც იყო, რომ წინა ხელისუფლების უსიტყვო  მსახური მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები იყვნენ საქმეში ჩართულები. ისე მოაწერეს ხელი 20-წლიან განაჩენს, რომ მტკიცებულებები არ ჰქონიათ. შეთითხნილი ვიდეოფაილებიც კი არ მაჩვენეს. მაწამეს, უკანონოდ თავისუფლება შემიზღუდეს და სიმართლეს ამ დრომდე ვერ მივაკვლიე!  _ აღნიშნავს ვაშალომიძე.

მისივე თქმით, მას თეიმურაზ თავბერიძესთან პირადი წყენა აკავშირებდა და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მის წინააღმდეგ თავბერიძემ არარსებულ საქმეზე მისცა ჩვენება:

_ 10 წლის წინ თავბერიძესთან კონფლიქტი მქონდა _ ჩემი ახლობელი, ხანდაზმული ქალბატონი გააუპატიურა და ამის გამო. ამაზე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაპირისპირება მას არ დავიწყებია და ასე იძია ჩემზე შური, _ ამბობს ვაშალომიძე.

თავბერიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. როგორც გვითხრეს, იგი ამჟამადაც პატიმარია. როგორც პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თავბერიძე ხანშიშესული ქალბატონი გაუპატიურებისთვის სასჯელს ნამდვილად იხდიდა.

თემურ თავბერიძის ძმამ, გოგიტა თავბერიძე ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ   მისი ძმა გაუპატიურების ბრალდებით 4 წელი იჯდა.

ჩვენ შევეცადეთ ლაშა ჯინჭარაძეც გვეპოვა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც გვითხრეს, ჯინჭარაძე ამჟამად პატიმარია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების წინასწარი მასალებით ვაშალომიძეს ბევრი ჩინოსნის მკვლელობის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი, საბოლოოდ დაზარალებულად მხოლოდ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა სცნეს.

ჩვენ დეტალების გადამოწმებას მაშინ ორივე მათგანთან შევეცადეთ, თუმცა უშედეგოდ. თარგამაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, კოდუამ კი კომენტარზე უარი თქვა.

მოკვლევის დროს, ჩვენ ყველა მონაწილე მხარისგან ვეცადეთ გაგვერკვია, რატომ შეარჩიეს ბრალდების მთავარ ადრესატად ბადრი ვაშალომიძე, რომელსაც მეზობლები და ახლობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა, უშედეგოდ. პირად საუბრებში მხოლოდ ერთი სავარაუდო ვერსია მოვისმინეთ; შესაძლოა ბადრი ვაშალომიძისთვის საქმის აკიდების მიზეზი მისი ძმა, ჯემალ ვაშალომიძე ყოფილიყო:

_ ბადრის ძმა, ჯემალი, დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება. რუსეთის მოქალაქეა და მას წინა ხელისუფლება „ქურდული ტრადიციების“ მიმდევრად მიიჩნევდა. ალბათ, ჯემალიზე სურდათ გასვლა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ იცნობდა. ამიტომაც შეარჩიეს ბადრი, რომ მის ძმაზე გავლენა მოეხდინათ. არადა, არც ჯემალს საქართველოში დანაშაული არასდროს ჩაუდენია და დღემდე არ ვიცით რას ერჩოდნენ, _ გვითხრეს ვაშალომიძის ახლობლებმა, რომელთა ვერსია ჩვენთან პირად საუბრებში იმ პოლიციელებმაც დაადასტურეს, რომლებსაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდათ.

ამ მოკვლევის გამოქვეყნებიდან ძალიან მალე პროკურატურამ საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო და ძიებაც დაიწყო, თუმცა საქმე წინ არ წასულა. ვაშალომიძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი გავლენიანი ახლობლების არ ყოლაა.

ვაშალომიძის ოჯახს ადვოკატის დაქირავების საშუალებაც არ აქვს:

_ ერთადერთი მხოლოდ სიმართლის დადგენა გვინდა. ხელისუფლება რომ შეიცვალა იმედი გვქონდა. თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ძიება დაიწყო და გვეგონა, რომ სამართალს ამჯერად მაინც ვიპოვიდით, თუმცა, 2 წელიწადზე მეტია ეს ვერ მოხერხდა. ჩახედონ საქმეს, მოწმეების ჩვენებებს. მეტს არაფერს ვითხოვთ, _ გვითხრა ბადრი ვაშალომიძის მეუღლემ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ე.წ. უდოც უწევდა, თუმცა უარი მიიღო. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით უდოს კომისია პატიმრის საქმის მასალებს არ განიხილავს და გათავისუფლების გადაწყვეტილებას მისი ქცევის და ბრალდების მუხლის შესაბამისად იღებს:

_ კომისია საქმის მასალებს არ იხილავს. არსებობს კრიტერიუმები, რომელსაც ითვალისწინებენ. საქმის მასალებს არ იხილავენ. ამ კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება, ვაშალომიძეს შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ეს კანონი, რომლის ინიციატორი სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილია, უკვე ძალაშია. ჩვენს ქვეყანაში პატიმარს პირველად მიეცა საშუალება გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში, სადაც ასევე შესაძლებელია საქმის მასალების წარდგენაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ.

„გურია ნიუსი“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რატომ ჭიანურდება ვაშალომიძის საქმის ხელახალი გამოძიების საქმე მთავარ პროკურატურაში, თუმცა, უწყებიდან ამ დრომდე კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მინიმალური რატომ მიუსაჯეს" _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი "ბახალას" განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში

დავოსის ფორუმზე ნაქები ქართული საგანმანათლებლო სისტემა

ყველა სიახლე

საზოგადოება

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11:33; 11.12.2025
სამართალი

უმძიმესი ავარია ნაძალადევში – მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, შემდეგ _ დედას

11:22; 11.12.2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11.12.2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11.12.2025
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: “ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე”

10:41; 11.12.2025
პოლიტიკა

“ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო  ამის საუკეთესო მაგალითია” _ მაკა ბოჭორიშვილი 

10:38; 11.12.2025
ზაფრანი

იპოვე შენი პროფესია…

10:08; 11.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

10:07; 11.12.2025
ზაფრანი

რაში მდგომარეობს თქვენი ჯადოსნური ძალა

10:06; 11.12.2025
ზაფრანი

რა ხდის ბედნიერს ზოდიაქოს ნიშნებს

9:58; 11.12.2025
პოლიტიკა

“ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან შეიძლება მივიღოთ ისაა, რომ გაიზრდება “ოცნებით” უკმაყოფილოთა რიცხვი” – დავით ზურაბიშვილი

9:53; 11.12.2025
საზოგადოება

წვიმა და თოვლი _ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:49; 11.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

9:47; 11.12.2025
პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო