REUTERS-ის ინფორმაციით, კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამომძიებლები განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თვითმფრინავი, რომელშიც დაქირავებული მეთაური ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, განზრახ ჩამოაგდეს, რაც პირველი აშკარა აღიარებაა, რომ ის შესაძლოა მოკლული ყოფილიყო.
“აშკარაა, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ვერსია – იცით რაზე ვსაუბრობთ – ვთქვათ, მიზანმიმართულ სისასტიკეზე”, – განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს გამოძიების შესახებ კითხვაზე.
კითხვაზე, გამოიძიებს თუ არა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავარიას, პესკოვმა თქვა, რომ გამომძიებლებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მოხდა კონკრეტულად.
„მოდით დაველოდოთ ჩვენი გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა პესკოვმა.