ქუთაისში მიმდინარე სასამართლოს პროცესზე, რომელზეც ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი მომდინარეობს, ბრალდებულ ლადო აფხაზავასა და მოსამართლეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ლადო აფხაზავა: “თუ საქმეს არ შეწყვეტთ, ჯარიმას მაინც ნუ დამაკისრებთ, მომეცით შენიშვნა”.
მოსამართლე: “შენიშვნა გამოიყენება, როცა პირი აცნობიერებს ჩადენილს, ნანობს და ისიგრძეგანებს. თქვენ კი ამტკიცებთ, რომ არაფერი დაგირღვევიათ”.
ლადო აფხაზავა: “კაცო, მე ვფიქრობ რომ არაფერი დამირღვევია და თქვენ თუ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგაზე მომეცით შენიშვნა”.
































































