ლანჩხუთში კორონავირუსზე აღებული 37 ტესტიდან 17 დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ მუნიციპალიტეტში ინფიცირების 808 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 460 პაციენტი, გარდაცვლილია 7.