„ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის!, – ასე ეხმაურება აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე გული სწყდება.
ცნობითვის, „ლელო-ძლიერი საქართველო“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის.
„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“,- განაცხადა კუპრაძემ.