https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაია მიმინოშვილი საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორი გახდა

20:39; 5.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის დამფუძნებელი, მაია მიმინოშვილი, ქართულ განათლების სისტემაში შექმნილი ახალი უწყების, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს 4 მაისს, თავად დაუდასტურა და განუცხადა, რომ ამჟამად ცენტრის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებული შესაბამისი დადგენილება ძალაში შევიდა. მოგვიანებით, ცენტრის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული დებულების მეშვეობით მეტის გაგება გახდა შესაძლებელი. ცენტრის დებულების თანახმად, დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

მაია მიმინოშვილი: მსოფლიო ბანკის პოლიტიკის დოკუმენტში, მკაფიოდ იყო გამოკვეთილი რეკომენდაცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ასეთი ინსტიტუცია. ახლადშექმნილი ცენტრის მიზანი სამეცნიერო კვლევებზე და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერაა. სხვა ქვეყნებში ანალოგიური ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საგანმანათლებლო პროექტების შეფასებასა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობის პერიოდში, მე და ჩემი კოლეგებიც ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია გამოცდებთან იდენტიფიცირდებოდა, ჩვენი საქმიანობის მეორე მიმართულება – საგანმანათლებლო შეფასება და კვლევები, მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რასაც მანამდე, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ვფიქრობ, ასეთი კვლევითი ცენტრის არსებობა, რომელიც კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, ხელს შეუწყობს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებსა და პრობლემებზე ეფექტურ რეაგირებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

– ახლა რა პროცესშია ცენტრი?

– ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ცენტრის მისია შეიქმნა, გაიწერა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ფუნქციები და ამის შემდეგ უკვე მოხდება პერსონალის დაკომპლექტება. შეიქმნა გარკვეული თვალსაზრისით არასტანდარტული, მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ამ ეტაპზე ის არ მოიცავს დეპარტამენტებს, სხვადასხვა სამსახურებს და ორიენტირებულია უფრო პროექტების მართვის პრინციპზე. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მისიიდან გამომდინარე, ის მინისტრის დაქვემდებარებაშია, რადგან სწორედ მინისტრია პასუხისმგებელი განათლების პოლიტიკაზე. ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გეგმავს სტრატეგიულ ნაბიჯებს და ვალდებულია, სწორად გადადგას ეს ნაბიჯები. შესაბამისად, მინისტრს, ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდება მყარი საფუძვლები, მხარდაჭერა, რისი კარგი საშუალებაც კვლევითი მონაცემებია… ის ამცირებს რისკებს და ზრდის ეფექტური, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ეს კვლევითი ცენტრი არის საყრდენი, დამხმარე ორგანიზაცია პოლიტიკის წარმმართველისთვის.

უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში, გადაწყვეტილებები, განათლების სისტემაში სამწუხაროდ, სრულიად სპონტანურად მიიღებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვჯეროდა, პროფესიონალები, ექსპერტები იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, არაერთხელ აღმოგვიჩენია, რომ პრაქტიკაში არც ისე შედეგიანი აღმოჩენილა ესა თუ ის გადაწყვეტილება და ისევ რაღაცის შეცვლა ხდებოდა ხოლმე საჭირო. ეს კი, განათლების სისტემისთვის, რა თქმა უნდა, ზიანის მომტანი იყო.

– უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესის გაჯანსაღების კუთხით ხედავთ ამ ცენტრის როლს? ასე ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს მონაწილეობა ისეთი ტიპის საერთაშორისო კვლევებში, როგორიცაა PISA და PIRLS, რომლის კოორდინაციას თუ საკვლევ სამუშაოებს ეროვნულ დონეზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ახორციელებს, თქვენთან გადმოვა?

– გადმოვა ყველა ის საგანმანათლებლო კვლევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული განათლების პოლიტიკასთან, საგანმანათლებლო კვლევები საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ნაწილი და პასუხისმგებლობა იქნება.

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, ვაქვეყნებთ შედეგებს. არ ვართ ხოლმე კმაყოფილი შედეგებით, ვწუხვართ, რომ ბოლოდან რომელიღაც ადგილზე ვართ და ვფოკუსირდებით ამ არასასიამოვნო შედეგებზე, მოსწავლეების მიღწევებზე იმ დროს, როცა ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მთავარია, რომ კვლევის შედეგები სხვაგვარად გამოვიყენოთ. ანუ, ის ფაქტორები განვსაზღვროთ, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე. ასეთი ფაქტორი კი ძალიან ბევრია და არ შემოიფარგლება, მაგალითად, მხოლოდ მასწავლებლის კვალიფიკაციით ან სახელმძღვანელოს ხარისხით.

მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა, ვთქვათ, სასკოლო გარემო, სასკოლო კულტურა, რესურსები და თუ გნებავთ ინფრასტრუქტურაც, მოსწავლეების სოციო-ეკონომიკური სტატუსი, რეგიონებში მდებარე სკოლებთან დაკავშირებული სპეციფიკური გარემოებები. სწორედ ყველა ეს ფაქტორი ახდენს პირდაპირ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე და როდესაც არ ვართ კმაყოფილი მოსწავლეების მიღწევებით, უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის, რის წინაპირობაც “სწორი დიაგნოზია”. კვლევები სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს.

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებიც და სახელმწიფო შეფასებაც პირდაპირ კავშირშია განათლების პოლიტიკასთან და უნდა იყოს მეცნიერული საყრდენი გადაწყვეტილების მიმღებისთვის.

– სახელმწიფო შეფასების ახალი მექანიზმის შემუშავებას ხომ არ გულისხმობთ?

– ამ შემთხვევაში არსებულ მიდგომებს ვგულისხმობ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება ცენტრის ფუნქციები. მოდით ასე ვთქვათ – მხოლოდ სასკოლო განათლებაა განათლების სისტემა? რა თქმა უნდა, არა. არის უმნიშვნელოვანესი საფეხური – წინა სასკოლო განათლება, რომელიც ძალიან ბევრი რამის წინაპირობაა. მის შედეგებს ჩვენ არა დაწყებით კლასებში, არამედ მოგვიანებით, საბაზო განათლების ბოლოსკენ და თუ გნებავთ, საშუალო განათლების საფეხურზეც კი ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ეს საფეხური უმნიშვნელოვანესია. ჩატარებულა კვლევები ამ მიმართულებით, რომ გაგვეგო თუ რა გვაქვს? რეალობა კი ვიცით, რაც არის… საშუალო საფეხურის შემდეგ პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება. აი, ამ საფეხურებზე საგანმანათლებლო კვლევები გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე სასკოლო საფეხურზე. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ყველა ამ საფეხურთან დაკავშირებული კვლევები ეხება და არა მხოლოდ საშუალო საფეხური. საერთაშორისო კვლევები ძირითადად სასკოლო საფეხურისთვის ტარდება. ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა, რომელიც შემდეგ უკვე იქნება ნამდვილად ძალიან სერიოზული ინფორმაცია პოლიტიკის წარმმართველისთვის.

– რა შეგიძლიათ თქვათ ცენტრის ფინანსებზე? თქვენი ორგანიზაციის დებულების თანახმად, საუბარია როგორც გარე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე…

– ამ ეტაპზე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გვაქვს, ცხადია, გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

– ცენტრის შექმნის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ინსტიტუცია ცენტრალიზებული იქნება, რადგან მინისტრის დაქვემდებარებაშია და ამით განათლების კვლევებზე სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლის საფრთხეს ხედავენ…

– ვფიქრობ, ცენტრალიზებაზე და კვლევების მხრივ რაიმე საფრთხეზე საუბარი შეუსაბამო და დამაჯერებლობას მოკლებულია. ცხადია, სხვა ინსტიტუციები, თავიანთი ორგანიზაციული მიზნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ატარებდნენ და კვლავაც ჩაატარებენ კვლევებს. როგორც გითხარით, ამ ცენტრის მისია განსხვავებულია: ცენტრის მიზანია სამეცნიერო კვლევებზე, საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და საგანმანათლებლო პოლიტიკის შემმუშავებელთა და გამტარებელთა ამ ფორმით მხარდაჭერა. თუმცა, მისი მისია ამით არ ამოიწურება – იგეგმება ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ბაზის შექმნა სასწავლებლებისათვის, განათლების მკვლევრების მომზადების ხელშესაწყობად.

– და ბოლოს, დღეს საუბარია სკოლის საატესტატო გამოცდების შესაძლო დაბრუნებაზე. თქვენი შეფასება რომ გვითხრათ, რამდენად რეალისტურია, რომ ისევ დააბრუნონ და შესაბამისად იმუშაოს ამ გამოცდებმა?

– ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ გახსოვთ, როცა შემოვიღეთ გამოსაშვები გამოცდები, ეს მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილება იყო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ იზიარებდა გამოსაშვები გამოცდების იმ ეტაპზე დანერგვას. წინააღმდეგი ვიყავით იმიტომ, რომ უამრავი სხვა რამ იყო გასაკეთებელი სასკოლო საფეხურზე და არ მივიჩნევდით, რომ ახალი ტიპის გამოცდების შემოღების დრო იყო.

მიუხედავად ამისა, სრულიად ინოვაციური, უნიკალურ ქართულ ალგორითმზე და თანამედროვე, ე.წ. IRT (დავალებაზე პასუხის გაცემის თეორია) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სისტემა შევქმენით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უხარვეზოდ ფუნქციონირებდა. მეორეს მხრივ, გამოცდების სისტემის უცებ, ერთ დღეს, ანალიზის გარეშე გაუქმებაც არ არის მიზანშეწონილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება არაოპტიმალურია თავად სისტემისთვის.

ვფიქრობ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნა სწორედ ამას შეუწყობს ხელს, რომ მეცნიერულ საფუძვლებზე, კვლევებსა და ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნას გადაწყვეტილებები მიღებული.

შეფასება ყველაფერს სჭირდება. რა შედეგს მივიღებთ კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ, იქნება თუ არა ის გამართლებული და საბოლოო ჯამში, კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს ეხება. განათლების სისტემა იმდენად კონსერვატიულია, რომ დღეს და ხვალ ვერ მიიღებ შედეგს, ვერც კარგს და ვერც ცუდს, წლები სჭირდება და შეიძლება, თაობა დავკარგოთ იმის გამო, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. აქედან გამომდინარე, კითხვაზე – თქვენ რას ფიქრობთ, უნდა იყოს გამოსაშვები გამოცდები, ცალსახა პასუხის გაცემა სწორი არ არის, ამას და ყველანაირ ნაბიჯს, მათ შორის გამოცდებსაც, ძალიან სერიოზული დაფიქრება და შეფასება სჭირდება.

წყარო: edu.aris.ge

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026

რა იცვლება წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვის კუთხით - განათლების სამინისტროს ახალი რეკომენდაციები

ვის არ გაუმართლებს დღეს _ 6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო