28 ივლისს აშშ–ში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გმირობა ჩაიდინა“ _ ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთი წლის წინ შეუძლებელი ჩანდა: Politico-ს რეპორტაჟის თანახმად, ზელენსკიმ ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ კიევს ომის მოგება შეეძლო.
ამჯერად უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრა ოპტიმისტურად დატოვა. მოგზაურობა კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულდა: სენატორებმა მხარი დაუჭირეს ლინდსი გრემის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სანქციები უწესდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
ეს იყო დრამატული შემობრუნება იყო ზელენსკის წინა კატასტროფული ვიზიტთან Politico აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში სიტუაცია უკრაინისთვის უკეთესობისკენ შეიცვალა.
„ამ ვიზიტის მთავარი მიზანი პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის იძულება იყო. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი მოლაპარაკებებს უფრო სერიოზულად მოეკიდება სანქციების დაწესების შემთხვევაში“, _ განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ რაუნდსმა უკრაინის ლიდერთან შეხვედრის კომენტირებისას.
„ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა ახლა ძალიან განსხვავებულია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ომში გაცილებით უკეთესად გამოიყურება“, _ თქვა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა.




































































