დოკას მხარდაჭერით მარიამ ჭაჭიას ფილმის პროექტი “ტალღა” წლევანდელი კანის კინოფესტივალის დოკუმენტური კინოს მარკეტზე Cannes Docs-ზე იქნება წარდგენილი.
“პროექტი მონაწილეობს პროგრამაში Spotlighted Projects, რაც მოიცავს პროექტის ფიჩინგს კინოინდუსტრისს წარმომადგებლებისთვის და სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრებს.
პროექტს Cannes Docs-ზე წარადგენენ რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ ჭაჭია და თანაპროდიუსერები ნინო ჯინჭარაძე და მონიკა ლაზურეან-გორგანი”,_ ნათქვამია დოკას გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.