მაშველები ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს
ქალი წუხელ, 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.
მისი ძებნა-გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
არსებული ინფორმაციით ქალი საქართველოს მოქალაქეა.

































































