https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი _ რამდენიმე შტრიხი პავლე ინგოროყვას პორტრეტისთვის

5:04; 2.04.2019
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყველაფერი მაშინ დაიწყო, 25 თებერვლის ნაცრისფერი დღე რომ გათენდა. ამ დღეს: “თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…” (კოლაუ ნადირაძე).

მოგვიანებით, პოეტი _ მეფე გალაკტიონი კიდევ უფრო ლამაზად და მტკივნეულად იტყვის: “თებერვალს უხმობენ, თებერვალს, სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები.”

ეს საქართველოს გასაბჭოების დღე იყო. წითლები თბილისში შემოვიდნენ. განცვიფრებული და დაბნეული ხალხი დუმდა. ზოგი გარბოდა სადღაც… უმისამართოდ. მატარებელში ტევა არ იყო, ქალაქი პანიკას მოეცვა. ათასი ჯურის კრიმინალს დრო ეხელთა და ძარცვა-გლეჯა გაემართა. ნაწილი კი… ახალი მონობის უღლისთვის ემზადებოდა, მონობისა, 70 წელზე მეტი ხანი რომ გაგრძელდა.

შვილების მიერ გაყიდული ქვეყანა ეთხოვებოდა თავისუფლებას. თუმცა მთლად ასეც არ იყო. ჩვენ ყოველთვის გვყავდა ღირსეული მამულიშვილები და ახლაც გამოჩნდა ახალგაზრდა პატრიოტთა ჯგუფი “შავჩოხოსნები”: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, ვახტანგ კოტეტიშვილი და პავლე ინგოროყვა. ისინი ქალაქში შავი ჩოხებით გამოვიდნენ, პატრიოტი ქართველები გლოვობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ეს რაინდული აქტი იყო, პროტესტი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ეს ცხადყოფდა, რომ მამულიშვილები არასოდეს შეეგუებოდნენ ქვეყნის დამონებას. ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს,თუ როგორი დაუნდობლობით გამოირჩეოდნენ ბოლშევიკები, ის კარგად მიხვდება ამ პატრიოტი ვაჟკაცების თავგანწირვის ძალას.

პავლე ინგოროყვა საკუთარ თავს “საქართველოს ჯარისკაცს” უწოდებდა. ეს ალბათ ყველაზე საპატიო ტიტული იყო მისთვის. ხოლო სანამ ამ ღირსეულ წოდებამდე მიაღწევდა, რთული და საინტერესო გზა გაიარა. იგი 1893 წელს დაიბადა გურიაში. მამამისი ჩვეულებრივი გლეხი იყო, დღედაღამ შრომობდა. პავლე კი ძირითადად წიგნებს კითხულობდა. დაღლილი მამა ხშირად საყვედურობდა ყმაწვილს, შეეშვი ცოტა ხნით წიგნებს და მოდი, მომეშველეო. ამიტომ, მშობლების თვალს რომ მოჰფარებოდა, ჩაჯდებოდა ხოლმე ნავში, შეცურავდა პალიასტომის ტბაში, ჩერდებოდა შუაგულში და იქ კითხულობდა.

პავლეს მამასთან დაკავშირებით, ჩვენს ოჯახში ხშირად იხსენებდნენ ერთ სასაცილო ამბავს: როდესაც ის პირველად ჩამოვიდა თბილისში, მამა და პავლე რუსთაველზე სეირნობდნენ. საღამო ხანი იყო და, როგორც წესი, ბევრი ხალხი ირეოდა. მამამ პავლეს ჰკითხა:

_ რას აკეთებს ეს ხალხი აქ, სად არის ამათი მიწები?

_ შენ რომ თოხნი სოფელში, ის არის ამათი მიწები, _ უპასუხა პავლემ.

ერთი ამოიოხრა მამამ და თქვა: _ ეხ, წავედი სოფელში, ბევრი საქმე მქონიაო.

პავლემ პირველი ნაშრომი 20 წლისამ გამოაქვეყნა: “ძველი ქართული სასულიერო პოეზია”. ერთი წლის შემდეგ კი ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია: “თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა”. იგი იკვლევდა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის და ქართული კულტურის განვითარების არა რომელიმე ერთ, ცალკე აღებულ ეპოქას, კულტურის არა რომელიმე ერთ დარგს ან მიმართულებას, არამედ მთლიანად და გლობალურად სწავლობდა ქართული ცივილიზაციის ისტორიას. ქართული ცივილიზაციის მკვლევართა შორის ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ასე მასშტაბურად ეკვლიოს ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ყველა ძირითადი ეტაპი. ამ მხრივ იგი ივანე ჯავახიშვილის გვერდითაც დგას. თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი ქართული ანტიკურობის და შუა საუკუნეების ისტორიისა და კულტურის კვლევაშიც ნაშრომებით: “გიორგი მერჩულე”, “რუსთაველიანა”, “მოქცევაი ქართლისა”, “იბერიის მეფეთა სია” და ა.შ.

პავლე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად რთული პერიოდისა, გაჭირვებისა და ავადმყოფობისა, წუთით არ გაჩერებულა. სულ მუშაობდა. იბრძოდა ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის. იბრძოდა ფრონტზეც, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად. ტუბერკულიოზით დაავადებულმაც კი აიღო იარაღი ხელში, როდესაც სამშობლოს დასჭირდა. პავლე ყველგან უზარმაზარი პორტფელით ხელში დადიოდა, ავტობუსში ამოიღებდა ხოლმე ფურცლებს და მუშაობას აგრძელებდა, დრო რომ არ დაეკარგა.

დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და ატარებდა აღწერას. იცოდა, სად რამდენი ქართველი თუ სომეხი ცხოვრობდა, ისიც იცოდა, რომელ ოჯახს რამდენი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი ჰყავდა. ყველა ადგილი შესწავლილი ჰქონდა, სადაც საქართველოს ტკიოდა და დახმარება ესაჭიროებოდა. ბევრჯერ ეცადა დახმარება მიეღო მთავრობისგან, იყო ორჯონიკიძესთან, რომელსაც ძლივს გადაურჩა, იყო ბერიასთან და იყო შევარდნაძესთან, რომელმაც არც კი მიიღო. რას იზამ, ერისკაცობა და სამშობლოზე ზრუნვა საბჭოთა ეპოქაში არათუ მიუღებელი, არამედ დანაშაული იყო.

მთელ მაშინდელ რუსეთის იმპერიაში პირველად შეიქმნა მწერალთა კავშირი, რომლის შექმნის მთავარი ინიციატორი პავლე ინგოროყვა გახლდათ.

პავლე ინგოროყვას მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც იგი დამოუკიდებლობა დაკარგული ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა. არადა, რომ წარმოვიდგინოთ, რა დრო იყო “წითელი ტერორის” წლები. აი, გალაკტიონი რომ ამბობს: “ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.”

ყოველგვარი აქტიურობა ძალიან საშიში იყო ყველა ქართველისთვის, რადგან როგორც ვიცით, წითლები შემოსვლის მეორე დღიდანვე შეუდგნენ ბრძოლას ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ. ეს პავლეს არ აშინებდა, თითქოს აძლიერებდა კიდეც. უფრო და უფრო მეტს ზრუნავდა სამშობლოზე. ამ პერიოდში დააარსა ჟურნალი “კავკასიონი”, რომლის რედაქტორიც და გამომცემელიც თვითონ იყო. ამასთან ერთად, ა.აბაშელთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა “ქართული წიგნი”, სადაც მოგვიანებით ინგოროყვას ინიციატივით და რედატირებით გამოვიდა ილია ჭავჭავაძის სრული კრებული ათ ტომად. ეს კი იმ დროს, როდესაც ილიას სახელის ხსენებაც კი სახიფათო იყო საქართველოში. ასეთი აქტიურობით განაგრძობდა პავლე მოღვაწეობას.

ბუნებრივია, ეს ასე უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა. “საქართველოს ჯარისკაცი” საშიში ხდებოდა ბოლშევიკებისათვის. 1931 წელს გაუხსენეს კიდეც ყველაფერი და მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს კონსტანტინე გამსახურდიასთან და იოსებ იმედაშვილთან ერთად. მკაცრად მიუთითებდნენ, ინგოროყვამ ჯერ კიდევ ანტი-საბჭოთა ჟურნალის “კავკასიონის” რედაქტორობის დროს ნათლად გამოავლინა “რეაქციონერული” და “ნაციონალისტური” სახეო. ილიაც გაუხსენებიათ და უთქვამთ, პავლე ინგოროყვა საბჭოთა ხელისუფლებას ილია ჭავჭავაძეს ამოფარებული ებრძვისო.

მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ფაქტი პავლე ინგოროყვას მოღვაწეობიდან:

1917 წელს, საისტორიო საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე წაკითხულ მოხსენებაში, პავლემ პოლიტიკურ ისტორიაში პირველად ახსენა სახელი: “ადერბეჯანი”. სწორედ მან დაარქვა ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს “ადერბედრიჯანელები”. მერე და მერე ეს ტერმინი გავრცელდა ყველგან, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, მაგრამ დღეს თითო-ოროლა კაცის გარდა, აღარავინ მოიგონებს ამ ქვეყნის ვინაობას. მას შემდეგ აზერბაიჯანელები სადაც შეხვდებოდნენ პავლეს, ეუბნებოდნენ: “შენ ხარ ჩვენი ნათლიაო.”

კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენასაც მოვიგონებ, რომელიც პავლე ინგოროყვას დიდ ღვაწლს და თავდადებას საქართველოს წინაშე კიდევ ერთხელ ცხადყოფს:

საქართველომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად თურქეთში მოხვედრილი ბათუმის ოლქი 1918 წელს ბრძოლით დაიბრუნა, თუმცა თურქეთს დათმობა არ უნდოდა და მისმა პარლამენტმა ბათუმი თურქეთის მიწა-წყლად გამოაცხადა. ბათუმი გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით 1921 წლის 20 მარტს მეორედაც დავიბრუნეთ (ამ ბრძოლაში პავლეც მონაწილეობდა), თუმცა თურქები ისევ არ ნებდებოდნენ, მათ ჰქონდათ “დოკუმენტები”, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმი თურქეთის ოლქს ეკუთვნოდა. დოკუმენტში ეწერა, რომ მდინარე ჩოლოქს იქით მიწა-წყალს საბჭოთა რესპუბლიკა თურქეთს უთმობდა. პავლე ინგოროყვამ, რომელიც ამ პრობლემის გადამჭრელი საერთაშორისო კომიტეტის წევრი გახლდათ, დაადგინა, რომ დოკუმენტში ჩოლოქის ნაცვლად მდინარე ჭოროხი ეწერა, რომელიც ბევრად შორს იყო, ვიდრე მდინარე ჩოლოქი, ამრიგად, აჭარა რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას ეკუთვნის, ამაში პავლეს დიდი დამსახურებაცაა.

როდესაც ბესტ-ლიტოვსკის ზავს ხელი მოეწერა და თურქეთმა იურიდიული უფლება მოიპოვა, შეეყვანა ჯარები ბათუმის, ყარსისა და ასტაანის ოლქებში, ქართველებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და საჭირო გახდა მოლაპარეკებების წარმოება. ასეც მოხდა, გაიმართა ე.წ. ტრაპიზონის კონფერენცია, რომელიც, ერთი მხრივ თურქეთის, მეორე მხრივ კი ამიერკავკასიის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამიერკავკასიის რესპუბლიკების დელეგაციაში იმდროინდელი ვითარების და საზღვრების ნაკლებად მცოდნე ადამიანები აღმოჩნდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს, როცა პავლეს რუკაზე კახეთი უჩვენებია, უთქვამს: “ქე დიდი ქვეყანა ყოფილა კახეთიო…” და აი, საქართველოს მამულების ბედი მისნაირებს უნდა გადაეწყვიტათ, ამიტომ პავლე ინგოროყვამ და რევაზ გაბაშვილმა, დიდი გაჭირვებით და მუქარით მოახერხეს, დაიქირავეს პატარა ნავი, რომლითაც ბათუმიდან ტრაპიზონში უნდა ჩასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ პავლეს საშინლად ტანჯავდა ტუბერკულიოზი და ზღვაც ღელავდა. შუა ზღვაში რომ ყოფილან, ქარიშხალი ამოვარდნილა, ბეწვზე გადარჩენილან და მაინც ჩაუღწევიათ ტრაპიზონში. ასე ნაწამები კაცი საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვეს და უკან გასამგზავრებელი ბილეთიც არ აუღიათ, ისე გააბრუნეს უკან. ამ მოგზაურობის შემდეგ პავლე დიდი ხნით მიეჯაჭვა ლოგინს, ფეხზე ვერ დგებოდა, ისე გაურთულდა დაავადება.

კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი პავლე ინგოროყვას ცხოვრებიდან. ეს ამბავი ცოტა სასაცილო კია, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიან სერიოზულად ასახავს პავლე ინგოროყვას პიროვნებას, მის მრწამსს:

პავლე უკვე მოხუცი იყო, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა მისი მონახულება. პავლე ხელმოკლედ ცხოვრობდა და მისი ბინა ოდნავ არ შეესაბამებოდა ასეთი რანგის მეცნიერს, არა იმიტომ, რომ იგი ამბიციური ან კეთილდღეობის მოყვარული იყო, არამედ მისი სამუშაოსთვის წარმოუდგენლად მძიმე იყო ასეთი პირობები. და აი, გუგული მგელაძემ, პავლეს სიძემ, ასეთი რამ მოიფიქრა: შევარდნაძე აუცილებლად ჰკითხავდა პავლეს, რამე სათხოვარი ხომ არ გაქვთ ჩემთანო, (ამას მოითხოვდა ეტიკეტი).

გუგული მგელაძემ (პროფესიით რეჟისორმა) რამდენჯერმე გაატარა “რეპეტიცია”, როგორ უპასუხებდა პავლე მის კითხვისთვის: “დიახ, ბინა მჭირდებაო.” და როდესაც მართლა ესტუმრა პავლეს ედუარდი, წასვლის წინ შეეკითხა: “რამე ხომ არ გჭირდებათ ჩემგანო?” პავლემ მიიხედ-მოიხედა, ჩემი სიძე ხომ არ არის ახლოსო და რომ დარწმუნდა არავინ იყო გარშემო, უთხრა: “კი მაქვს სათხოვარი, მოუარე საქართველოსო”.

ასე მარცხით დამთავრდა ცნობილი რეჟისორის არაერთი რეპეტიცია. “მსახიობი” მას არ დაემორჩილა. მართალია, ამ ეპიზოდში იუმორიც ურევია, მაგრამ მთავარი ერთია – ამ სიტყვებით, “მოუარეთ საქართველოს” პავლე თავისი ცხოვრების მთავარ სათქმელს ამბობს. ეს გამოთქმა ნიკო ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. დიდ ქართველს, რომლის სულიერ მემკვიდრეთაც, ამ შემთხვევაში შეგვიძლია პავლე ინგოროყვა დავასახელოთ.

სწორედ ასე ცხოვრობდა დიდი ადამიანი პავლე ინგოროყვა, რომლის ცხოვრებაც “ჩვეულებისაებრ მამულისაი სვლა” იყო, გრიგოლ ხანძთელის კვალზე სვლა, რომელსაც უზარმაზარი წიგნი “გიორგი მერჩულე” მიუძღვნა.
პავლე ინგოროყვა გარეგნობითაც წმინდა მამებს ჩამოჰგავდა, მათ, ვისი ცხოვრებაც მამულის, ენისა და სარწმუნოების სამსახურში ილეოდა.

ამას მოითხოვდა “საქართველოს ჯარისკაცის” ხვედრი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10 სექტემბერი, 2026
21-ს ქვევით

ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

14:49; 2 ივლისი, 2026
21-ს ქვევით

როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

21:13; 21 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

10:39; 18 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

15:32; 27 მაისი, 2026

შემოგვიერთდით, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე _ ვერთიანდებით თამუნა ჩხაიძის დასახმარებლად!

"გამოვლინდა ლიცენზიის პირობების დარღვევა" _ „გურია ნიუსის“ სტატიას მოყოლილი რეაგირება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო