ამ დრომდე მდინარე ხობისწყალში 30 წლის ელენიკო სახეიშვილის ცხედრის პოვნა ვერ ხერხდება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, კატერები, წყლის სპეციალური საშუალებები და დრონი. შეგახსენებთ, ტრაგედია 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენიკო სახეიშვილი შვილებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, როდესაც მისი 7 წლის ვაჟი, ლაზარე, მდინარეში ჩავარდა. დედა ბავშვის გადასარჩენად წყალში გადახტა, თუმცა ძლიერი დინების გამო თავადაც გაუჩინარდა. ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით იპოვეს, ხოლო ელენიკო სახეიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

































































