სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. მედიის ინფორმაციით, ნ.გ, რომელიც საკუთარ სახლში დააკავეს, კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ბლალდებულს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყანდაურაში მკვლელობა 2019 წლის 3 მაისს მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
წყარო” “იმედინიუსი”



































































