Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება.
5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:
- შვეიცარია – 4.71 დოლარი;
- ლუქსემბურგი – 3.98 დოლარი;
- ბაჰრეინი – 3.98 დოლარი;
- ალბანეთი – 3.45 დოლარი;
- გაიანა – 3.35 დოლარი.
ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:
- ყირგიზეთი – 23 ცენტი;
- ფილიპინები – 27 ცენტი;
- ტაჯიკეთი – 28 ცენტი;
- მოლდოვა – 29 ცენტი;
- ინდოეთი – 29 ცენტი.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 93-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს.
უფრო დეტალურად, რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოყურება:
- თურქეთი – 94-ე ადგილი, 73 ცენტი;
- აზერბაიჯანი – 101-ე ადგილი, 59 ცენტი;
- რუსეთი – 108-ე ადგილი, 42 ცენტი.
- სომხეთი – 116-ე ადგილი, 31 ცენტი.
წყარო: bpn.ge