https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიმართვა ელჩს – ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანს ცხინვალის გავლით გატაცება ემუქრება

9:06; 3.06.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან – ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

ორგანიზაციის განმარტებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო განიხილავს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. მშობლები – დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მამა კი – ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში – მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დედას – ოლივია ანოტონს მიენიჭა უფლება, ბავშვი წაიყვანოს ღამის თევით, რასაც საქმეში არსებული არაერთი მასალა მიუთითებს, რომ არასრუწლოვანი ეწინააღმდეგება, თუმცა კანონის გვერდის ავლით, პირადი ურთიერთობებისა და ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ოლივია ანტონმა შეძლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის – ნინო იობაშვილის, გიორგი კუპრეიშვილისა და ეთერ ცხაკაიას (რომელიც, ამჟამად გათავისუფლებულია, მათ შორის დასახელებული საქმის გამო) დახმარება, რეალობის გამომრიცხველი დოკუმენტაციის შექმნა და ოლივია ანტონისთვის ნაკარნახევი სტრატეგიით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის მამა არღვევს კანონს და არ ახდენს სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულებას – დედისთვის შვილის ჩვენებას. სინამდვილეში, საქართველოში ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია – მამამ გააძლიერა არასრუწლოვანის უსაფრთხოების დაცვა. არასრუწლოვანის გადაადგილებას იცავდა დაქირავებული პირადი დაცვა, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დედა – ოლივია ანტონი გეგმავს ბავშვი ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის – ცხინვალის გავლით გაიყვანოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში. ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არალეგალური და იმავდროულად, ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა, მისთვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. შესაბამისად, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთის მხრივ არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორეს მხრივ ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად – ჩეხეთის რესპუბლიკამ ვერ დაიბრუნეს საკუთარი მოქალაქე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, არასრუწლოვანის მიმართ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან, დასახელებული მენეჯმენტის მხრიდან, 2020 წლის 2 ივნისს დაიგეგმა ჩვეულებრივი სპეციალური ოპერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე, მოითხოვა არასრულწლოვანის გამოკითხვა. უარყოფილი იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე. 29 მაისს, მხარე გამოცხადდა დანიშნულების ადგილას, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივია ანტონისა და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ ფაქტს მამის მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლიდა, დაიჭერდნენ. არაობიექტურობისა და შეთანხმებების ლუსტრაციის პირობებში, არასრულწლოვანი კანონიერმა წარმომადგენელმა ადგილიდან განარიდა, საგამოძიებო უწყებამ კი შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა. ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალურად აცნობა საქართველოს პროკურატურას, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2020 წლის 1 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ სურდათ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმება, სატელეფონო ზარიდან 1 საათში. უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა რეგიონში და არ გააჩნდა ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა არასრულწლოვანი მისამართზე. უწყების პოზიცია ეცნობა ბავშვის მამას, რომელმაც განმარტა, რომ 1 ივნისს აღნიშნავდა ბავშვის დაბადების დღეს. შესაბამისად, არ იმყოფებოდა სახლში და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა დროისთვის გადადებულიყო ვიზიტი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადგილზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ და მოახდინეს ფაქტის კონსტანტაცია არასრულწლოვნის მისამართზე არყოფნის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მამას საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს ბავშვის გამოკითხვაზე. შესაბამისად, 2 ივნისს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გამოცხადნენ საცხოვრებელ მისამართზე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას დაესწრებოდა მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია. გამოკითხვის დაწყებიდან მცირე დროში, არასრულწლოვანი დიალოგის ოთახიდან გავიდა ბებიასთან და უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან დაეშორებინა, რასაც მოჰყვა მხარის თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა, სახლიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.

გამოკითხვის დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც უცნობია, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ოთხი ეკიპაჟით, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე და არასრულწლოვნის მამას გადასცეს შემაკავებელი ორდერი. გაირკვა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნისა და მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა შვილთან ურთიერთობა. საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა – „უგულვებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას. პოლიციამ ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელს ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან, ვინაიდან ოლივია ანტონს, გასაჩივრებული დროებითი განკარგულების მიხედვით, სამშაბათს დღეს შეეძლო ბავშვის გაყვანა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ასეთი არასრულწლოვანისა და მისი ერთი კანონიერი მშობლის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, კრიტიკას ვერ უძლებს, მთლიანად ამორალურს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ინსტიტუციას და ნდობას არ სძენს პოლიციის საქმიანობას. არასრუწლოვანი დგას ობიექტური საფრთხის წინაშე და არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის საქართველოში უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში, დაირღვა არასრუწლოვანის კანონიერი ინტერესები, სახეზე არ გვაქვს გამოკითხვის აუდიო ოქმი, უარყოფილ იქნა მხარის მოთხოვნა ბავშვის სასამართლოს წინაშე გამოკითხვის უფლებაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოკითხვის პროცესში ბავშვზე ზემოქმედების მოხდენაზე, გამოძიების თარჯიმანი, წინა დღეებში დაფიქსირებული შემთხვევისა, არ იმსახურებს კანონიერ ნდობას, უცნობია ბავშვის ამჟამინდელი მისამართი და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბავშვის ბებიის უფლება შვილიშვილთან ურთიერთობის შესახებ, მამის მიმართ ადგილი ჰქონდა მტრული და ანტაგონისტური დამოკიდბეულებას, ვერბალურ განცხადებას, რომ დაიჭერდნენ, სააგენტოს ოფიცილაური პირებმა შეწყვიტეს ბავშვის მდგომარეობის შესახებ მის წარმომადგენელთან სატელეფონო და ელექტრონული სახის კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა.

საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელის ნაწილობრივი კვლევაც განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, მთლიანობაში მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის დედასთან დაბრუნება არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მას არ აქვს არავითარი გამოცდილება ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობისა, არ იცის ჩეხური ენა, ხოლო ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები. ოლივია ანტონს ამოძრავებს შურისძიება მეუღლის მიმართ, ვინაიდან დედამ ქართულ სასამართლოში წარადგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მამას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს, ქართულმა სასამართლომ, ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და დედის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა და იმავეს მოითხოვს. პოლიციაშია დედის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადების და სასამართლოსთვის მისი მიწოდების საქმეც, რომელიც შეეხება კვიპროსში დასაქმების კონტრაქტს და ქირის სადავო ხელშეკრულებებს. სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენას. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურა განიხილავს მამის და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს, სადაც კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც დაისმის. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ არასრულწლოვანის დედას უარი უთხრა ცალკეულ საკითხებზე საქმის აღძვრაზე არა იმის გამო, რომ უყურადღებოდ მიიჩნიეს განცხადებით დასმული მოთხოვნები, არამედ ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, გამომწვევი და მითითებული გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრუწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, 2019 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქმეში არსებობს მხილების დოკუმენტები, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურის მენეჯმენტის მიკერძოების, სოციალური მუშაკის – ნინო იობაშვილის მხრიდან კი ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხება, რასაც ორგანიზაცია სათანადო გამოქვეყნებას მისცემს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

მძღოლი იდენტიფიცირებულია - ოზურგეთში ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ეძებენ

ნერგების სეზონი და ზაფრანის გარეშე დარჩენილი ოზურგეთის ბაზარი

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო