28 აგვისტოს, დაბა ნასაკირალში მოკლული მარგო ზოიძის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ.
ამ დილით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული, ამავე სოფელში მცხოვრები ერთი პირი, დააკავეს. დაკავებული მარგო ზოიძის მეზობელი იყო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მარგო ზოიძის სახლთან ხალხმრავლობა იყო. ოჯახის წევრები და მეზობლები შეიკრიბნენ.
“ჩვენ ვართ დაზარალებული მხარე. რაც 28 აგვისტოს მოხდა, მსგავსი ვანდალიზმი ამ სოფელს არ ახსოვს. ვითხოვთ მკვლელის უვადოდ დასჯას. მისი დასჯით ამოისუნთქებს სოფელი, ამოისუნთქებს ხალხი”, _ ამბობს მარგო ზოიძის ახლობელი.
ამ ეტაპზე დაკავებულის სასამართლო პროცესი არ შემდგარა. ის რამდენიმე საათში წარდგება სასამართლოს წინაშე.



































































