გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
„ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. «ენერგო-პრო ჯორჯიას» ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა წარმოქმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას“, — განუცხადეს “გურია ნიუსს” ადმინისტრაციაში.


































































