ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავმა მოტოციკლისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად ტრანსპორტი მოცურდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით დაეცა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაზიანებულია მოტოციკლიც.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.




































































