https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოულოდნელი დებიუტი

7:03; 4.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირები სპორტული ჟურნალისტები არიან. ამ პროფესიის ხალხს მოსაგონარი ყოველთვის გააჩნია. სპორტული ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და ხშირად არაერთ სიურპრიზს გვთავაზობს. ამ სფეროს წარმომადგენლების მსგავსად ჟურნალისტებიც უცნაურ სიტუაციებში არაერთხელ ხვდებიან.

ალბათ, სპორტული მასმედიის ახალგაზრდა წევრები არ მიწყენენ და დღეს სიტყვას მათ უფროსს კოლეგებს გადავცემ.

ბატონი თემურ ჯაფარიძე ცნობილი სპორტული კომენტატორია. საწყენია რომ ბოლო პერიოდში მის ხმას იშვიათად ვისმენთ. იყო დრო როდესაც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დღეს ბატონ თემურს ცხოვრებამ მძიმე განსაცდელი მოუმზადა.

თემურ ჯაფარიძე: „გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა მძლეოსნობაში. სტადიონზე შეჯიბრების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი. წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი რომ რეპორტაჟი ბატონ კოტე მახარაძეს უნდა წაეყვანა.

ნახევარი საათია დარჩენილი და საქართველოს ტელევიზიის წარმომადგენლები დამადგნენ. თურმე კოტე მახარაძე არ მოსულა და რეპორტაჟის წაყვანა მე დამავალეს. ფეხბურთის მატჩი კი გადამიცია, მაგრამ მძლეოსნობასთან ამ კუთხით შეხება არასდროს მქონია. ჯერ კატეგორიულად ვიუარე, მაგრამ მაგის დროა?!

სასწრაფოდ დავიწყე საქმეში გარკვევა. გავიგე, რომ მოსკოვისთვის თბილისიდან რეპორტაჟს ცნობილი კომენტატორი ალექსეი კურაშოვი გადასცემდა.

– იმ შემთხვევაში შეიძლება შევძლო, თუ კურაშოვის ხმას მომაწოდებთ ყურსასმენით, – წამოვაყენე ულტიმატუმი.

რუსული კარგად ვიცოდი და თარგმნით გადაცემას წინ რაღა უნდა დადგომოდა. შევედი ჯიხურში, კურაშოვის ჯიხურთან ჩემსას მინის კედელი აკავშირებს.

დაიწყო კურაშოვმა რუსულად. ავყევი მეც ქართულად. მამხნევებენ „ჩვენები“ მაღლა შემართული ცერა თითით. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მაგრამ ისე სადაა, შენ რომ გინდა? კურიოზი თურმე მაშინ მწიფდება. თხუთმეტი… მხოლოდ თხუთმეტი წუთი რჩება და… რას ვხედავ. კურაშოვმა „ნაუშნიკები“ მოიხსნა და ხმაც შეწყდა ჩემს „ნაუშნიკში“. თურმე, რუსი კოლეგა მოსკოვისთვის გადაცემას მორჩა. ახლა მართლაც რაღა ვქნა?!

გავხედე კურაშოვს. შემამჩნია. გულმა გული იცნო, იმარჯვა პროფესიონალურმა ალღომ. რუსმა შემხედა, მიხვდა, რა დღეშიც „ჩამაგდო“ და ჩემდა გასახარად სასწრაფოდ განაგრძო რეპორტაჟი, ოღონდ არა მოსკოვისთვის, არამედ, როგორც მიხვდით, ჩემთვის.

გადაცემის შემდეგ კურაშოვი მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და კოტე მახარაძესთან მოკითხვა დამაბარა. თავად ბატონი კოტე რამდენიმე დღეში ვნახე. თავდაპირველად წაყვანილი „რეპორტაჟისთვის“ შემაქო, შემდეგ კი მოულოდნელად ცივი შხაპი გადამასხა.

– ჩემო თემურ, ჩემთან ვალში ხარ, რომ იცოდე. კურაშოვმა შენი წილი ჰონორარი მომთხოვა, მე მიმყავდა გადაცემა, ეგ რა შუაშიაო და მივეცი ჯიბიდან, აბა, რა მექნა?! ისე, კომენტატორობა კომენტატორობაა, _ განაგრძო კოტე მახარაძემ, მაგრამ რუსული უფრო კარგი გცოდნია… კომენტატორობას კი ისწავლი ნელ-ნელა…“

ნუგზარ ჯუღელს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება.  ბატონი ნუგზარი დიდია ხანია დამსახურებულ „პენსიაზე“ იმყოფება და ტელემაყურებლების წინაშე მხოლოდ დროდადრო ჩნდება. ამის მიუხედავად, მის მიერ წარმოთქმული ორიგინალური ფრაზები ხალხში დღესაც დიდი სიყვარულით სარგებლობს. ერთხელ ნუგზარ ჯუღელი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. ამ ისტორიას თავად არაერთხელ იხსენებდა.

ნუგზარ ჯუღელი: „ერთ ჩვეულებრივ თბილისურ საღამოს „მოამბე“ უნდა წამეყვანა. გადაცემის დაწყების წინ ტექსტი საგულდაგულოდ მოვამზადე და რიგის მიხედვით დავაწყე. მოულოდნელად სტუდიაში ჩემი მეგობრები, ფეხბურთელები კახი ასათიანი და ვახტანგ ჭელიძე შემოვიდნენ. მთხოვეს მათთვის რამდენიმე წუთი დამეთმო. ვიუარე და გადაცემის შემდეგ დაგელაპარაკებით-მეთქი, –  შევპირდი. „მოამბის“ ტექსტი გამომართვეს, დაათვალიერეს, უკან დამიბრუნეს და სტუდია დატოვეს.

დაიწყო გადაცემა. დავხედე ფურცლებს და სრული სერიოზულობით კითხვა დავიწყე:

– უნდა მოგახსენოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ რუსთაველი მეტალურგები თავგამოდებით იბრძვიან დასახული გეგმების გადაჭარბებით შესრულებისთვის. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მშრომელი მეტალურგების ოფლით დაღარულ სახეებს.

ეკრანზე ჩაის ბუჩქი გამოჩნდა. გამიშრა პირი. სასწრაფოდ მოვძებნე „ჩაის ფურცელი“ და რიხიანად ვამბობ:

– ჩვენი მეჩაიეები და მეციტრუსეები თავს არ იზოგავენ, რომ სოციალისტური შეჯიბრების გარდამავალი დროშა არავის დაუთმონ, ხედავთ ალბათ, თუ როგორ თავგამოდებით ირჯება თითოეული მათგანი ჩაის დუყებით გადამწვანებულ ბუჩქთან. შევხედე მონიტორს და კინაღამ გადავირიე: ვიღაც, ჩემი ცოდვით სავსე მეტალურგი უნიათოდ უჯაჯგურებს რკინის გრძელ კეტს ღუმელს. როგორმე უნდა გამოვასწორო სიტუაცია, თორემ ძალიან ცუდადაა საქმე.

– დიახ! – განვაგრძობ ტექსტის კითხვას, – მოწინავე მეჩაიე, სონია ლაგვილავა… იმ უნიათო მეტალურგმა კიდევ ერთხელ დაატრიალა კეტი ღუმელში და კინაღამ თვითონაც შეჰყვა.

ყველაფერი ნათელი იყო, რა მიხვედრა უნდოდა, რომ ჩემმა „მეგობარმა“ ფეხბურთელებმა „იხუმრეს“ და საგანგებოდ დალაგებული ფურცლები ამირიეს. კვლავ შევეცადე მდგომარეობის გამოსწორებას:

– თქვენ ახლა ისევ რუსთაველ მეფოლადეს ხედავთ, იგი თავგამოდ… შევხედე მონიტორს. ბოსლიდან ჯერ ძროხამ გამოყო თავი, მერე მისმა პირმშომ, პატარა ხბომ. ეკრანს „ტაბლიცა“ ააფარეს.“

ქალბატონი თამილა კახიძე ნებისმიერი ქართული ოჯახის ყოველდღიური სტუმარი გახლდათ. კომუნისტების დროს სამზარეულოში პატარა, ე.წ. კედლის რადიოები გვქონდა და საქართველოს რადიოს გადაცემებს მთელი დღის განმავლობაში ვუსმენდით. თამილა კახიძე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს რადიოს სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ჩვენი სპორტსმენების წარმატებების შესახებ პირველი გვამცნობდა.

თამილა კახიძე: „ეს ამბავი ქართველების რაინდობას უსვამს ხაზს, რაც ვფიქრობ, უფრო სიამაყით აავსებს მკითხველს, ვიდრე ჯანსაღი იუმორით.

ვილნიუსში ვარ – სპარტაკიადაზე. იქ ერთი კოლეგა მეგობარი ქალი მყავდა, სახელად – რიგინა. ლამაზი ქალი გახლდათ და თაყვანისმცემლები არ აკლდა.

ერთხელ მე და რიგინა კაფეში ვსხედვართ და ყავას შევექცევით. რიგინა მუდამდღე მიჩიჩინებდა – „ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზეო.“ გულში კი, რა თქმა უნდა, მეამაყებოდა, მაგრამ მაინც ვეუბნებოდი, – „კაი ერთი, რა განსაკუთრებულები ჩვენი ბიჭები არიან-მეთქი.“

ვსვამთ ყავას. მოულოდნელად რიგინას ძალიან მაგარი რუსი „პაკლონიკი“, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი შემოვიდა და ჩვენს მაგიდაზე შამპანურით სავსე ორი ფუჟერი მოიტანა. დაგვიდგა… მე მეჩქარებაო, – მოიბოდიშა და ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა. გაოცებული ვუყურებთ ერთმანეთს.

ამ ამბავში ვართ და კაფეში ჩვენი მძლეოსნობის მწვრთნელი ილია გიგაური შემოვიდა. ჩვენს დანახვაზე ძალიან გაიხარა. ორთავეს ხელზე გვეამბორა. მერე ბარმენთან მივიდა, რაღაც ჩასჩურჩულა და წამსვე მოვარდა ოფიციანტი. ჩაციებული შამპანურის ბოთლი ჩვენ თვალწინ ზათქით და ზეიმით გახსნა, ახალი ფუჟერები შეგვივსო და მაგიდა ნუგბარი ტკბილეულით აივსო. ილიამ მოკლედ გვადღეგრძელა, ბოდიში მოიხადა და დელიკატურად დაგვემშვიდობა.

– აი, – ნიშნის მოგებით გადმომხედა რიგინამ, – რატომ ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზე.

კაფედან უსაზღვროდ ამაყი გამოვედი“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026

როგორ გაუკეთა ოპერაცია დავით საგანელიძემ იური ნიკულინს

მიტოვებულმა ძაღლმა ადამიანი დაკბინა _ "ვინმე უნდა მოკვდეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ?"

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო