მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასაკვნითი ღონისძიება, ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნომუზეუმში შედგა.
სტუმრებს, რომელთა შორის ძირითადად მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ, მიესალმა და მადლიერი სიტყვებით მიმართა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ლანა ქავთარაძემ.
მან თქვა, რომ 1977 წლიდან მუზეუმების დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება და ეს რის დასაკვნითი დღე, სადაც კონკრეტულად წარმოადგინეს სამზადი სახლის ღონისძიება.
დვაბზუს საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა, (კლასის ხელმძღვანელი ლია კუტუბიძე), თამარ კვირკველიას მუსიკალური სტუდიის „მარულას“ წევრებმა შეასრულეს არაერთი კომპოზიცია, ცეკვა და სიმღერა, რამაც საზეიმო ელფერი კიდევ უფრო შემატა ღონისძიებას.
დვაბზუს მკვიდრმა ბესიკ ბურჭულაძემ ეთნომუზეუმის ეზოში, ტრადიციულად ქვევრს მოხადა თავი და ვაზის სამშობლოს სადღეგრძელო მოწიწებით წარმოთქვეს.
მუზეუმის მცველმა, ისტორიკოსმა მანანა ლომაძემ ჩვეული კომპეტენციით, ლაკონურად ისაუბრა გურული სამზადი სახლის წეს-ჩვეულებაზე, ადათის შესახებ. რომ დღის განმავლობში ოთხ ჯერს მიირთმევდა ოჯახი და დიასხლისი ჯარასავით ტრიალებდა. ისაუბრა კერის უდიდეს მნიშვნელობაზე, რომ ფუტი (კვამლი) ყოველთვის უნდა ასულიყო სამზადი სახლიდან და კერის გაციება იგივე წყევლად ითვლებოდა…
პატარა გიგუ გობრონიძე, რომელიც საოცარი მუსუკალურობით გამოირჩევა, დედამ ღონისძიებაზე მოიყვანა.
_სასწრაფოდ მიყიდე ფანდური, – თხოვა მან დედას, ნინო შეწირულს, როცა მოისმინა მუსიკალური სტუდიის „მარულას“ წევრების მომხიბლავი სიმღერები.
_თუნდაც ეს რად ღირს და სწორედ ეს არის უდიდესი შედეგი დღევანდელი ღონისძიებისა, როცა პატარა გიგუ დედას მუსიკალური ინსტრუმენტის ყიდვას თხოვს. შემეცებითი აქტივობის ეფექტია ეს, რამაც ნორჩ აღსაზრდელზე იმოქმედა. სხვა უკეთესს რას ვინატრებდით? – აღნიშნეს ლანა ქავთარაძემ და მანანა ლომაძემ.
ავტორი