ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საგაზაფხულო ღონისძიება „მზე, ჩვენ და გაზაფხული“ ორიგინალური წიაღსვლებით წარმოადგინეს.

სკოლის კლუბში, სადაც ღონისძიება ჩატარდა, ოცდაათი მოსწავლე, კლასის ხემძღვანელის, მაია ღლონტის ჩვეული ინოვაციური სცენარით წარუდგა დარბაზში მყოფ მშობლებს, პედაგოგებს, სტუმრებს….
სცენარში ჩართული იყვნენ მშობლები სხვადასხვა მუსიკალური ნომრით. განსაკუთრებით ემოციური იყო მშობლებისა და შვილების ერთობლივი ცეკვა.
„ეს ზღაპარია, ან ახდება ან არა“ „გართობის მენეჯერები ვართ“, „გვიყვარს სიმღერა, ცეკვა, ექსკურსიაზე სიარული“, „ვართ ხმაურიანები“…- დაუსრულებლად ისმოდა სცენიდან. ბავშვები მხატვრული ჟესტების მოშველიებით აღწერდნენ თავიანთ სასკოლო ცხოვრების უბედნიერეს და განუმეორებელ წუთებს.
ბავშვებმა მრავალი ცეკვა, სიმღერა, მხატვრული მონოლოგი შეასრულეს დახვეწილი მოძრაობებით, ოსტატობითა და მონდომებით. ვაჟებმა თანაკლასელი გოგონები განსაკუთრებული მეგობრული სიყვარულით შეამკეს და თქვეს, რომ ისინი მხოლოდ გაზაფხულს გვანან.
საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი პროგრამა ტაშის და ოვაციების თანხლებით გაილია.
კლასის ხელმძღვანელმა მაია ღლონტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, ფატი სიორიძეს, მუსიკის პედაგოგს მაია თოთიბაძეს, სკოლის დირექტორს, ყველას, ვინც ამ ლამაზი ღონისძიების სრულფასოვნად წარმოჩენაში საგანგებოდ დაეხმარა. ბოლოს კი ექსპრომტად მომზადებული ლექსები და სერთიფიკატები გადასცა მოსწავლეებს.

ავტორი
































































