ჭიქანახევარი შაქარი და ვანილი დავუმატოთ 250 გრამ კარგად ამოყვანილ მარგარინს. დავუმატოთ სამი ჭიქა ფქვილი. კარგად ავურიოთ, მოვაგუნდაოთ და დავდოთ ცალკე.
სამი ცალი კვერცხითა და ჭიქანახევარი შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავუმატოთ ვანილი, ორი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი სოდა ძმრით და კარგად ავურიოთ. შემდეგ პირველად მომზადებული მასაც შევურიოთ. მოვზილოთ. გავყოთ სამად და ცალ-ცალკე პერგამენტდაფენილ “ჟარონაზე” გამოვაცხოთ. ძალიან ნუ გააბრტყელებთ. სასურველია, მრგვალი ფორმის საცხობი.
კრემი: გავაკეთოთ მოხარშული მასა ერთი ლიტრი რძით, ერთი ჭიქა პურის ფქვილითა და ორი ჭიქა შაქრით. როცა გაცივდება, დავუმატოთ კარგად ამოყვანილი 250 გრამი კარაქი, ვანილით. შევურიოთ ერთი ჭიქა გატარებული ნიგოზი ან თხილი. წავუსვათ ფირფიტებს, ცოტა მოვიტოვოთ. ბოლო ფენას გავუკეთოთ ჩვეულებრივი მინანქარი ხარისხიანი კაკაოს, შაქრისა და რძის ნაზავით. ბოლოს, დატოვებული კრემის მეშვეობით მოვრთოთ სასურველი ფორმის “იეროგლიფებით”, უმჯობესია, წვრილი ხაზებით.