საჭირო მასალა: სამი ცალი კვერცხი, ერთი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა პურის ფქვილი, ცოტა ვანილი.
მიქსერით ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა და შაქარი, მერე შევურიოთ გული, კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ვანილი და ფქვილი. ავურიოთ ფრთხილად და ჩავასხათ ცხიმწასმულ სილიკონის კალათებში. ზემოდან კი, სათითაოდ, ნახევრად ჩავარჭოთ ცომში შაქარში ამოვლებული ალუბლები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. როცა გამოვიღებთ და გაგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.