https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საიმედო სიახლე _ “ღორის ჭირს სამუდამოდ დავამარცხებთ!”

8:04; 13.04.2017
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში გავრცელებულმა ე. წ. ღორის დაავადებამ, რომელსაც ზოგი აფრიკულ ცხელებას ეძახდა, ზოგიც მფრინავ ჭირს და კიდევ სხვა სახელებს, ქართველი მეურნის ეკონომიკური ყოფა თითქმის გააჩანაგა _ ყველა ოჯახს თუ მოქმედ ფერმებს პირუტყვის უმეტესობა დაეხოცა. გასულ წელს დაავადებამ კვლავ შემოუტია გურიის რეგიონს და აქა-იქ დარჩენილი, როგორც გურულები ამბობენ, “ძლივს გამოჯიშებული” პირუტყვი კვლავ დაიხოცა.

ოზურგეთელი ვეტექიმი თამაზ კილაძე ამბობს, რომ არავის დაუდგენია, კონკრეტულად რა სახის დაავადება იყო ეს. უფრო, ალბათ, ღორის ჭირი იყო _ პასტერელოზი.

_ საქმე იმაშიცაა, რომ მოსახლეობა აცრების საკითხს მაინც არ ექცეოდა ყურადღებით. პირუტყვის ჰაიჰარად მიშვება და მხოლოდ ნარჩენი პროდუქტით გამოკვება საბოლოოდ არასდროს მოიტანს სასურველ შედეგს. დღეისთვის ჩვენ ხელთ გვაქვს ბიოპრეპარატი “ნეტოპლასტი”, რაც სრულ შემობრუნებას ახდენს ღორის გადარჩენის საქმეში, ვერანაირი ჭირი მას ვერ მოერევა, თუ ჩვენი ფერმერები, მცირე საშინაო მეურნეობის წარმომადგენლები, ზუსტად გაითვალისწინებენ რჩევას, თუ როგორ ებრძოლონ ნებისმიერი სახის ჭირს, რაც არათუ ღორს, არამედ ვერც ერთ პირუტყვს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, _ ამბობს ის.

ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ვესტუმრეთ ზურაბ და ტატიანა ჩავლეშვილების ოჯახს, სადაც ღორების გამოზრდის საქმეს ახალი მეთოდით მიუდგნენ. მათი ცდა, ასე ვთქვათ, ორი გოჭის გამოზრდის პრინციპით იწყება, რასაც უკვე, მეოთხე თვეა, შეუდგნენ.

_ ადრეულ წლებში ბევრ ღორსა და საერთოდ, უამრავ შინაურ პირუტყვს ვზრდიდით. მერე ჭირის შემოტევამ ძალიან დაგვაბრკოლა, თუმცა, ერთი ან ორი ღორის გამოზრდას მაინც ვახერხებდით, რადგან, კარგად ვიცით, სოფელში ოჯახი ისე არ იქნება, თუ საახალწლოდ მაინც, შვილებისა და შვილიშვილებისთვის ერთი ნაზარდი მაინც არ დაკალი! თუმცა, სულ შიშით ვუყურებდით, არიქა, ჭირი არ “მოფრინდეს”, გოჭები მოწყენილები ხომ არ არიან, რა წამალი დავალევინოთ და ა.შ.

ახლა, როცა ყურში ჩაგვწვდა, რომ არსებობს ბიოპრეპარატი, რომელმაც შეიძლება, საოცარი დახმარება გაუწიოს ფერმერს, გადავწყვიტე, მეყიდა. ღორების სადგომიც ვეტექიმის რჩევისამებრ მოვაწყვეთ. ერთი მტკაველის სიმაღლეზე დავყარეთ ნახერხი, რომელზეც ზედაპირულად დავყარეთ ღერღილში არეული ბიოპრეპარატი “ნეტოპლასტი”. გაკვირვებული ვარ _ სუნი გაქრა, რაც შეეხება ფეკალურ მასას, ნახერხში ისე იშლება, ვხუმრობ კიდეც ჩემს მეუღლესთან, ჩვენს გოჭებს ხომ არ გაუქრათ ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნა,-მეთქი, _ გვიამბობს ბატონი ზურაბი.

ქალბატონი ტატიანა ამბობს, რომ ყოველ დილით, როცა საჭმელი მიაქვს, გოჭები დაბანილი გეგონება. ამასთანავე საერთოდ არ გაჩენიათ ტილი ან სხვა რამ კანის დაავადება. ერთი, რაც აუცილებელია, ჭიის წამალი აუცილებლად უნდა მისცე. სხვა მხრივ კი, ამ ბიოპრეპარატის დახმარებით ისეთი ადვილი მოსავლელია, სამომავლოდ, აუცილებლად გავზრდით რაოდენობას და ძველებურად ხელს მოვკიდებთ მეღორეობას, რადგან ამ საქმეს ოჯახისთვის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიაო.

ახლა ჩავლეშვილებს ერთი ნეზვი და ერთი ტახი ჰყავთ. ზურაბ ჩავლეშვილი ამბობს, რომ ნეზვს აუცილებლად საჯიშედ გაუშვებს და ასევე ღორის ხელოვნურად დანერგვის მეთოდით ეცდება, მცირე შინა სასაქონლო მეურნეობა მოაძლიეროს. ამბობს, რომ მეზობლები თუ უახლესი ნათესავებიც არიან დაინტერესებულები, რამდენად ეფექტური იქნება ბიოპრეპარატი, რომელიც ჩვენში ასე გამანადგურებლად შემოჭრილ ღორის ჭირს შეებრძოლება. აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგს არ სჯერა ეს ამბავი და ცნობისმოყვარეობით ელოდება შედეგს.

ვეტექიმი თამაზ კილაძე ამბობს, რომ ბიოპრეპარატი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც ყველანაირ მიკრობს სპობს, ანადგურებს მწერებს, ტილებს, უსუნოს ხდის მთლიანად ღორის ფეკალურ მასას და სუფთა გარემოსაც აყალიბებს ამ ცხოველის ირგვლივ. რაც მთავარია, ამ გარემოში ვერანაირი ჭირი ვერ ახერხებს შეღწევას.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ დაგვეხოცოს ღორები?

თამაზ კილაძე თვალყურს ადევნებს ჩავლეშვილების ოჯახში ღორების გამოზრდას ბიოპრეპარატის დახმარებით და ამასთანავე ყველა ფერმერს ურჩევს:

_ საღორეში, სადაც ერთ დედა ღორზე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული 3-4 კვ.მ. ფართი, ჯერ უნდა დაიყაროს 30-40 სმ სიმაღლის ნახერხი, რომელზეც უნდა მოვაყაროთ ერთ კილოგრამ სიმინდის ღერღილში არეული 100 გრამი “ნეტოპლასტი”. პირუტყვი აქ უნდა გვყავდეს დამწყვდეულ მდგომარეობაში. ის ნახერხს თავისთავად ჩიჩქნის, რაც დამახასიათებელია ამ პირუტყვისთვის. საჭმელს და წყალს საღორედან გამოყვანის შემდეგ მივცემთ. სასურველია, საღორის ირგვლივ მცირე შემოღობილი ფართობი გვქონდეს. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ღორის ღია სივრცეში, ეზოს გადაღმა გაშვება. ამ პირუტყვს დღეში სამი კილოგრამი კომბინირებული საკვები ჰყოფნის, რომელიც თითო წილი ხორბლის, სიმინდის და სამი წილი ქერის ნაფქვისგან იქნება მომზადებული. იქნებ, დაუჯერებელია, მაგრამ საღორეს არ სჭირდება გამოწმენდა. აღნიშნული ნახერხი და ერთ ჯერზე მომზადებული ეს ბიოგარემო, პირუტყვს სამი წლის მანძილზეც კი ჰყოფნის. ჩვენში უმეტესად ერთი წლის მანძილზეც საკმარისია. ბიოპრეპარატის უნიკალური თვისება ის არის, რომ ნახერხის მასას, როგორი ფეკალური მასაც უნდა შეერიოს ღორის შიგ ყოფნისას, ხდის უსუნოს, უვნებელს, ხოცავს ნებისმიერი სახის მიკრობს, მავნებელ ტილს თუ ტკიპებს და ამასთანავე საბოლოოდ საუკეთესო სასუქი _ ნაკელიც გვრჩება ხელთ. რაც მთავარია, ამ მეთოდით მალე საქართველოში ღორის არანაირი დაავადება აღარ იქნება და ჩვენი გლეხობა, სოფლის მოსახლეობა ამოისუნთქებს. ერთი დედა ღორის და გოჭების სამყოფ ფართზე საკმარისია პაკეტი, რომელიც 80 ლარამდე ღირს და სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი საჭირო აღარ არის. მე ამ ბიოპრეპარატს “ზარმაცების წამალს” ვეძახი ხუმრობით, მაგრამ რომ დაუკვირდები, სიმართლეა, _ ამბობს თამაზ კილაძე.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

როდის და რატომ უნდა გადავჭრათ კარტოფილის მიწისზედა ნაწილი

ქართული საღებავების საიდუმლო

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო