,,არ დაგვიტოვეს ადგილი ისეთი, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისე, როგორც გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ, _ აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გააკეთა.
მისი თქმით კლუბებში არაფერს აშავებენ. “არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ. მეტი რა გავაკეთოთ? ჩვენ მხოლოდ ვცეკვავთ კლუბებში. ეს ადამიანები, რომლებიც იღებენ რაღაც ნივთიერებას, რატომ იღებენ ამ ნივთიერებას? იმიტომ იღებენ, რომ ამ ჯოჯოხეთში აღარ იყვნენ, იმიტომ იღებენ, რომ ცოტა ხანი დაივიწყონ, სად ცხოვრობენ.
ჩვენ ამის უფლებასაც გვართმევენ, ნარკოტიკის მაგივრად შხამი შემოიტანეს ქვეყანაში, ხალხი მოკლეს. ამ ადამიანების სიცოცხლე მათ კისერზეა, რადგან გაამართლონ თავიანთი ბრაკონული კანონები, ხალხს კლავენ. ახალგაზრდებს წამლავენ. სასიკვდილოდ წირავენ იმისთვის, რომ მერე გამოვიდნენ და გვითხრან, ხედავთ. ხალხი კვდება.
,,ბასიანის” გამო კვდება ხალხი ამ ქვეყანაში? რა სისულელეა ეს! ამას ვინ “ჭამს”?! ამას ვინ დაიჯერებს?! ჩვენ არ გვჯერა ამის”, – თქვა ბაია პატარაიამ.
































































