NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.
გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.
ეს ტექნოლოგია ტესტირებას დედამიწაზე გადის. NASA-ს საპილოტე პროგრამა ოჰაიოს შტატის ყველაზე მსხვილ ქალაქში, კლივლენდში ხორციელდება.
ავტორი