ეს რომ არ წამოვიღო მოკვდები
“შოკკკ, ჩემოოო დიდო სიყვარულოოო.![]()
![]()
![]()
![]()
![]()
არ ვიცი, როგორ ჩავატიო ამ წერილში ის სიყვარული და მადლიერება, რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ, მაგრამ მინდა, თითოეული სიტყვიდან იგრძნო, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის. მადლობა, რომ ასეთი საოცარი, კარგი, ლაღი, თავისუფალი, ენერგიული, კეთილი და ისეთი ადამიანი ხარ, რომელთანაც თითოეული წუთი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ხდება.![]()
საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, შენ რომ აგირჩიე. ისტორიის გარდა, ბევრი რამ გვასწავლე, როგორ ვირწმუნოთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების. ხშირად ვკამათობდით, გვეჩხუბებოდი (ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის), ვიცინოდით, ვხუმრობდით, მაგრამ საუკეთესო გაკვეთილებს გვიტარებდი ყოველთვის. ქმნიდი გარემოს, რომელშიც თავს ბედნიერად, კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდით.
შესანიშნავი ორი წელი გავატარე შენთან და არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში შენი სახელი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით დარჩება.
არასდროს დამავიწყდება არცერთი წამი, (ოთახში ჩაკეტვები, წუწაობა, ხუმრობები, ის, ბიჭებისთვის სულ რომ მეცალა, ისტორიისთვის არა, ტიკ ტოკის ვიდეოები, ცეკვები და სიმღერები,) რომელიც ჩვენი ცხოვრების ამ რთული პერიოდის წარუშლელ მოგონებად აქციე.
შენი სახით არა მხოლოდ საუკეთესო მასწავლებელი, არამედ ნამდვილი მეგობარი ვიპოვეთ. ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო ჩვენი გაგება, მხარდაჭერა.
გული დაგწყვიტეთ, მაგრამ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ შენი იმედების გასამართლებლად. დაუფასებელია შენი ამაგი, ჩვენ ყველამ ვიცით რამდენი იშრომე, ჩვენც არანაკლებ, მაგრამ, სამწუხაროდ, შენი იმედები ვერ გავამართლეთ ისე, როგორც საჭირო იყო.
მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ.
მადლობა თითოეული გაკვეთილისთვის, თითოეული ღიმილისთვის, თითოეული შენიშვნისთვის, თითოეული ჩახუტებისთვის, თითოეული გამხნევებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღე გვაძლევდი. მართლა მშურს იმ ბავშვების, რომლებიც მომავალში შენი მოსწავლეები იქნებიან, რადგან ჯერ არ იციან, რამდენად ბედნიერები არიან.
მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან! უსასრულოდ მომენატრება ისტორიაზე გატარებული ყოველი წუთი, ყოველი გაკვეთილი, ყოველი სიცილი და ყოველი მოგონება.
სულ ასე იბრწყინე, იკაშკაშე, იყავი ისეთი საოცარი, როგორიც ხარ.
ზუსტად ასეთი ხარ საუკეთესო.
ჩემო გიჟოოო გოგოოო…
შენი არაპატიოსანი, ნეფერტიტის გენიოსი, შოკას შეგირდი ლიკა!”





































































