https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნოდარი და მისი რაზმი

8:04; 14.04.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში წინა საუკუნის 80-იანი წლების თბილისის „დინამოზე“ ვისაუბრებთ.

1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში თბილისის „დინამომ“ ქართულ ფეხბურთს ჯერჯერობით უკანასკნელი დიდი წარმატება მოუტანა. საბჭოთა კავშირის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის კონტინენტის პრესტიჟული თასების მფლობელთა თასი მხოლოდ ორ კლუბს – თბილისისა და კიევის „დინამოს“ მოუპოვებია (უკრაინელებს ორჯერ). რაც შეეხება ჩემპიონთა და უეფას თასებს, საბჭოელებს ამ ასპარეზობებში დიდი წარმატებები იშვიათად (ნახევარფინალურ ეტაპზე გაღწევა) ჰქონიათ.

ქართველი ფეხბურთელების მაშინდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ბატონი ნოდარ ახალკაცი ბრძანდებოდა.

თბილისის „დინამოში” ნოდარ ახალკაცი გუნდის უფროსად 1974 წელს მივიდა, 1976 წელს კი უფროს მწვრთნელად დაინიშნა. იმავე წელს „დინამომ” ორჯერ აიღო საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და პირველად კლუბის ისტორიაში საკავშირო თასიც მოიგო. 1978 წელს გუნდმა საკუთარი ისტორიის განმავლობაში მეორედ საკავშირო პირველობაზე იმარჯვა, 1979 წელს კი კვლავ იგებს საბჭოთა კავშირის თასს.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. წარმატებების შემდეგ ნოდარ ახალკაცს არაერთი მტერი გამოუჩნდა და გუნდიდან მისი მოშორება გადაწყვიტეს. ახალკაცი ძლიერი პიროვნება გახლდათ და იმდროინდელ ადგილობრივ პარტიულ ნომენკლატურას კლუბის შიდა სამზარეულოში ხელის ფათურის საშუალებას არ აძლევდა. ამ ხალხმაც შურისძიება განიზრახა.

იმ პერიოდს ბატონი ნოდარის ქალიშვილი, მედეა ახალკაცი გაიხსენებს:

„რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, 1979 წელს, საკავშირო თასის მოპოვების მიუხედავად, ზოგიერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა გუნდიდან ნოდარის გადაყენება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ „დინამომ“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. წერილი მთავრობაში შეიტანეს დასამტკიცებლად. იმდროინდელმა პირველმა პირმა წერილი ბოლო მომენტში დახია და ნოდარი გუნდში დატოვეს. რაღაცით მაინც რომ გაემწარებინათ, საკავშირო თასის მომგები ნოდარ ახალკაცი საქართველოს 10 საუკეთესო მწვრთნელთა სიაში არ მოახვედრეს. თუმცა, მამა ასეთ უსუსურ ინტრიგებზე არც კი რეაგირებდა.

1981 წელს, გამარჯვებული „დინამო” დიუსელდორფიდან მოსკოვში რომ ჩაფრინდა, მამას აეროპორტში საკავშირო სპორტკომიტეტის წარმომადგენელმა მილოცვის მაგივრად წერილი დაახვედრა. წერილში მამას საყვედურს უცხადებდნენ პირად საქმეში შეტანით იმის გამო, რომ გუნდი „ადიდასის” ფორმით ათამაშა. მამას ვარაუდით, ამ საყვედურის ნამდვილი მიზეზი სხვა იყო – დიუსელდორფში შეკრებილი „დინამოს“ გულშემატკივარი, წითელი საბჭოთა დროშის ნაცვლად „დინამოს“ ცისფერ-თეთრ დროშას აფრიალებდა, რაც კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს ნოდარის პირველი და ერთადერთი საყვედური არ ყოფილა.

ერთხელ, მოსკოვში თამაშის დროს, გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, მამამ გაიგო, ერთ-ერთმა მსაჯმა მეორეს როგორ უსაყვედურა – ამ შავტრ… ქართველებს რატომ არ ახრჩობო და ამ მსაჯს ისეთი დღე აყარა, ძლივს გააშველეს.

1985 წელს იგი მეორედ დააბრუნეს გუნდში, სადაც, წარუმატებელი თამაშების ფონზე (სამი ფრე და ექვსი წაგება) ძალიან არეულ-დარეული სიტუაცია იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა გუნდში მოსკოვის „სპარტაკთან“ თბილისში 3 სექტემბერს გასამართ მატჩამდე 9 დღით ადრე მივიდა, მაინც მოახერხა გუნდის ძირეული გარდაქმნა. იმ წელიწადში გუნდი გავარდნას გადაურჩა. მომავალ სეზონში კი მამამ „დინამო“ ხუთეულში და, შესაბამისად, „უეფას“ თასზე გაიყვანა.

სეზონის დამთავრებამდე ოთხი თამაში რომ იყო დარჩენილი, ისევ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, მამა გუნდიდან გაათავისუფლეს. ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად სასაცილო შავი პიარ-კამპანია იქნა წამოწყებული კომპარტიული აპარატის ზოგიერთი წევრის მხრიდან: მამაზე დაუჯერებელი ჭორები გაავრცელეს – თითქოს ის უნივერსიტეტში ხალხს აწყობდა და ამაში ფულს იღებდა. ამას გარდა, თითქოსდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზიდან ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი თაფლს ყიდდა! მამას მეგობრებს მილიციაში იბარებდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ნოდარზე ცუდ რაღაცეებს არ იტყოდნენ. ხან, მამას მიერ ჯაფარაულში აშენებული სახლის შესამოწმებლად კომისიებს გზავნიდნენ – იქნებ, დარღვევები აღმოეჩინათ, ხან კი, ამ გაურემონტებელ სახლში (ჭავჭავაძეზე) ლიფტებსა და მარმარილოს ეძებდნენ, მაგრამ, დასაჭერ მიზეზს ვერ პოულობდნენ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საქმეში კვლავ ქვეყნის პირველი პირი ჩაერია და მამას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია შეაჩერა. „დინამოდან” წამოსვლის შემდგომი ოთხი წელიწადი მამას მწვრთნელად აღარ უმუშავია.

ამ პერიოდში ნოდარს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა სხვა გუნდებიდან – რუსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და იმ დროისთვის არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მამამ ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა“.

სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი ცოცხალი აღარ არის, ისევე როგორც დიუსელდორფის ბატალიების კიდევ სამი გმირი – რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და დავით ყიფიანი (ჩვენგან წასულთა რიცხვში გუნდის უფროსი კახი ასათიანი, მწვრთნელი გივი ნოდია და იმდროინდელი „დინამოს“ დუბლების მოთამაშე ნოდარ ანდღულაძეც არიან). ნება მომეცით დღევანდელ წერილში ეს სამი ადამიანიც გავიხსენო.

სრული ჭეშმარიტებაა რომ რამაზ შენგელიას დონის თავდამსხმელი ქართველებს დღემდე არ გვყავს. სიტყვას ცნობილ პუბლიცისტს დემიკო ლოლაძეს გადავცემ.

„თბილისის „დინამოს“‚ თავისი სახელოვანი ისტორიის განმავლობაში, ძალიან ბევრი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული  რამაზ შენგელია იყო.

როდესაც ნოდარ ახალკაცმა ის ქუთაისიდან გადმოიყვანა, სულ სხვანაირად გაიბრწყინა: ჩიტივით დაფრინავდა მოედანზე. შეამჩნიეს და საბჭოთა კავშირის ნაკრებში წაიყვანეს. თბილისის „დინამომ“ ყველაზე დიდი წარმატება 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მოიპოვა – ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ თამაშში რამაზს გოლი არ გაუტანია, მაგრამ, „პასები” გააკეთა – საგოლე პასი მიაწოდა გუცაევს და მან ანგარიში გაათანაბრა. პიროვნულად რამაზი იყო უნაკლო კაცი: განათლებული, მხიარული, მეგობრების მოყვარული. რამდენჯერმე მასთან ერთად მოვხვდი  საზეიმო სუფრაზე, მისი ერევნელი კოლეგები, ვეტერანები რომ იყვნენ ჩამოსულები და, არ დამავიწყდება, როგორ ცეკვავდა რამაზი, რა კარგ განწყობაზე იყო.

ფოტოც მაქვს გადაღებული. ფეხბურთელებზე ორმოცამდე წიგნი მაქვს გამოცემული. რამაზს ვეუბნებოდი, ნუ დაიზარებ, სანამ ცოცხალი ვარ‚ გამომიყენე, კვირაში რამდენიმე საათი დამიჯექი და გავაკეთოთ შენზე წიგნი-მეთქი. კი, კიო, მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ისე დაგვტოვა, რომ წიგნის დაწერა ვერ მოვასწარი.

სადარდებლად მაქვს, უნდა დამეძალებინა. დარასელიასა და ყიფიანს, ამ ოქროს გულის ბიჭებს, ნოდარ ახალკაცსა და სხვებს, ასე ნაადრევად მიჰყვა და დააობლა ქართული ფეხბურთი. როგორც თავდამსხმელიც შეუდარებელი იყო.

თბილისის „დინამოს“ ყველა დროის გუნდი რომ შეადგინო, ერთ-ერთ პოზიციაზე უცვლელი იქნებოდა. როგორც თეატრში დადიოდა ხალხი ჭაბუკიანის, გოძიაშვილის, ხორავას, შავგულიძის, ზაქარიაძის სანახავად, ასე დადიოდა მაყურებელი სტადიონზე რამაზ შენგელიასა და მისი თანაგუნდელების სანახავად. სულ ვფიქრობ, როგორ მივაგო გარდაცვლილ ადამიანს პატივი, გადავუხადო მადლობა. სიცოცხლეში ვერ ვუთხარით, მაგრამ, ახლა მაინც ვუთხრათ“.

დიუსელდორფის ისტორიული შეხვედრის გადამწყვეტი ბურთი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში მოთამაშე ავტომანქანით დასავლეთ საქართველოში მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ეს გზა უკანასკნელი აღმოჩნდა.

მარინა მამალაძე (ვიტალი დარასელიას მეუღლე):

„მე რომ ჩავდიოდი ხოლმე ჩემებთან, ოჩამჩირეში, ჩვეულებრივად მხვდებოდნენ. ვიტალი რომ ჩადიოდა, ერთი ფოიერვერკებს არ უწყობდნენ, თორემ დანარჩენი ყველაფერი იყო სახლში.

იმ დღესაც, როცა ვიტალი დაიღუპა, ჩვენები ელოდებოდნენ, პურმარილი ჰქონდათ გაშლილი ორმოცდაათ კაცზე. მე თბილისში, სახლში ვიყავი. ჩემებმა უკვე იცოდნენ. მეგონა, უკვე წულუკიძეში იყო და იქიდან დამირეკავდა. ძმასთან მიდიოდა ციხეში. წინა დღეს დედამისმა დაურეკა – შენს ძმას კიდევ რაღაც დაუშავებია და წლები რომ არ დაუმატონ, ჩადი, მიხედეო.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ დღეს წასვლა არ უნდოდა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა. თავის მეგობართან, ტარიელთან ერთად წავიდა. ვიღაც მამაკაცმა დამირეკა – ქალაქში ხმა დადის, ვიტალი დარასელია ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, მართალია თუ ტყუილიო. ყურადღება არ მივაქციე, რადგან ასე ბევრჯერ დაურეკავთ, ხან რა უთქვამთ და ხან – რა.

საღამოს ჩემები რომ მომადგნენ სახლში, გადავირიე. შეშლილი სახეები ჰქონდათ. ასეთი და ასეთი ამბავია, მაგრამ არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი, ვერ იპოვესო. ვიტალი არსად წამსვლელი არ იყო ასეთ დროს, მით უმეტეს, ძმაკაცს არ მიატოვებდა. თვითონ ძალიან ცუდადაც რომ ყოფილიყო, მაინც ტარიელს გადაარჩენდა. ტარიელი კარგად ატარებდა მანქანას, მაგრამ ეტყობა, ესეც ბედი იყო. მანქანა გაუფუჭდა და ვიტალი თავის მანქანით წავიდა. არ იცოდა კარგად ტარება. ღამე დაჯდებოდა ხოლმე საჭესთან და ქალაქში დადიოდა“.

დავით ყიფიანის შესახებ არაერთი მოგონებაა გამოქვეყნებული, მაგრამ დღეს ამ პიროვნების შესახებ ერთ არასაფეხბურთო ისტორიას, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.

ეს ამბავი დავით ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა სიყრმის მეგობარმა გაიხსენა.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მწვრთნელობა დაიწყო. მისი მეგობარი მაშინ უმუშევარი გახლდათ და თავისთან წაიყვანა – ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა, შერჩევა და მსგავსი საქმეები დაავალა. ისიც ჩაერთო მუშაობაში – დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაბრუნებული  კი დეტალურად აცნობდა მოპოვებულ ინფორმაციას დავით  ყიფიანს, რომელიც, როგორც მეგობარს ეჩვენებოდა, ყურადღებით ისმენდა მის რჩევებს და ითვალისწინებდა კიდეც. ყოველი თვის ბოლოს „სელექციონერი“ მშვიდი სინდისით მიდიოდა მოლარესთან კუთვნილი გასამრჯელოს ასაღებად. ასე გადიოდა დრო.

ერთ დღესაც დავით ყიფიანმა მწვრთნელობას თავი დაანება და მისმა მეგობარმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო საოცარი ამბავი: „სამსახურში“ მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი თანამდებობა არ არსებობდა.

ეს ყველაფერი, თავის სელექციიან-ხელფასიანად, დავით ყიფიანის მოგონილი და დადგმული „კომბინაცია“ აღმოჩნდა და „ხარჯსაც“ „ყიფო“ (როგორც მას ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები ეძახდნენ) საკუთარი ჯიბიდან იღებდა, რომ გაჭირვებულ მეგობარს მხარში ამოდგომოდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

რატომ ადღეგრძელეს ქართულ სუფრასთან ჯორჯ ბესტი და ადოლფ ჰიტლერი

„ჰეი, რუსო, ჰეი!“ _ რატომ ეძახდნენ ქართლოს კასრაძეს "სესტრას"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო