ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ახალი ფრაქცია _ „ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის“. ფრაქციას “პატრიოტთა ალიანსის” წევრები შოთა გოგიბერიძე ნანული ორაგველიძე, ლეიბორისტ დავით მამალაძესთან ერთად ქმნიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერენ.






































































