ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონს გაუჩნდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობა”,_ უთხრეს “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რა ხდება შემთხვევის ადგილზე, კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.
“გურია ნიუსი” “საქართველოს რკინიგზასთან” დაკავშირებას ცდილობს.