დღეს, დილიდან, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფლების არცერთი სამგზავრო ავტობუსი არ მოძრაობდა. მძღოლებს გუშინ გააცნეს საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდებოდა.
ამ დილით, 9 საათზე „გურია ნიუსმა“ კიდევ ერთხელ გადაამოწმა, შეჩერებული იყო თუ არა სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა სოფლებში. ფაქტი დაგვიდასტურეს ავტოსადგურში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და მხოლოდ დიდი ქალაქებს შეეხებოდა ეს გადაწყვეტილება.
თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში ახლაც შავით თეთრზე წერია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება.
„გურია ნიუსი“ კვლავ ეწვია ოზურგეთის სამგაზრო ავტოსადგურს. ამჯერად აქ დაგვიდასტურეს, რომ მოძრაობა აღდგა.
_მივიღეთ დავალება, რომ არ შეწყდეს მოძრაობა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ_ გვითხრეს ხელმძღვანელებმა.
ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სამგზავრო ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.
[sexy_author_bio]
ამავე თემაზე:
შეზღუდვების პირველი დღე ოზურგეთის ავტოსადგურში: „თბილისის ავტობუსის „მგზავრები“ დღეს ჩანთებია “