ოზურგეთის მერიის განცხადებით, ქალაქის ცენტრში დამონტაჟებული საინფორმაციო ეკრანის დემონტაჟი და მისი სხვა ადგილზე გადატანა იგეგმება.
“აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის მერიამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მოქალაქეთა მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღო.
სად განთავსდება საინფორმაციო ეკრანი, ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით”,_ აცხადებს მერია.
































































