გურიაში, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება – ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი სიჭინავამ ისაუბრა.
„15 ივნისს მთარდება სასწავლო წელი და ამის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლაში დაიწყება მზადდება საგამოცდო პროცესისთვის.“ _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის შენობა, სადაც წლების განმავლობაში ტარდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, სარემონტოა. ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი როდის დაიწყება გამოცდები.
სავარაუდოდ, პირველი გამოცდა 2 ივლისს გაიმართება.


































































