ბათუმში პარტია “გახარია საქართველოსთვის” კიდევ ერთი წევრი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
“ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს!
რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – იცხოვრონ ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში.
თავისუფლება უკანონო პატიმრებს!
დაინიშნოს ახალი არჩევნები!”_ წერია განცხადებაში.