გურიაში მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. სამართალდარღვევა გამოავლინეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
” ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”,_ აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

































































