ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და „ალფა-პვპ“
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.





































































