ვერძი
მნიშვნელოვანი წლები: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის საუბარი მხოლოდ კარგ შემთხვევებზე, ეს ის პერიოდებია, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ცვლის. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეთ ორმოცის შემდეგ ციფრებზე.
კურო
მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. 30 წლამდე, შეიძლება ითქვას, რთული პერიოდები გექნებათ, თუმცა შემდეგ უკვე დალაგდება და ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. თქვენ ბევრი ნათელი და ლამაზი დღე გელით წინ!
ტყუპები
მნიშვნელოვანი წლები: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალა არსებობს, რომელიც ცუდისგან გიცავთ. თქვენთან სრულად ნეგატიური პერიოდები ნამდვილად არ არსებობს, ყველა მნიშვნელოვან წელს მშვიდობიანად და ბედნიერად გაივლით.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი თარიღები: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. 30 წლისთვის გადაეშვებით რომანტიკის ზღვაში. ასე რომ, ვარდისფერი სათვალეებიდან მოგიწევთ სამყაროს ყურება, 30 წლის შემდეგ კი დაუბრუნდებით რეალობას, რომელიც არც ისე ძალიან მოგეწონებათ.
ლომი
მნიშვნელოვანი თარიღი: 19, 36, 40, 57, 60, 76. უნდა შეძლოთ ცვლილებების მიღება მაღლა აწეული თავით.
ქალწული
მნიშვნელოვანი თარიღი: 16, 21, 24, 32, 41, 50. თქვენს ცხოვრებაში გამოცდა გელით კარიერის კუთხით და არა პირადში. ნუ ღელავთ, თქვენი მოთმინების უნარი და მიზანდასახულობა ნებისმიერ სირთულეს გაუძლებს.
სასწორი
მნიშვნელოვანი თარიღი: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი საბედისწერო მოვლენა ელით, რომლებიც დიდი წარმატების მომტანი იქნება მათთვის. მიიღეთ მადლიერებით!
მორიელი
მნიშვნელოვანი თარიღები: 15, 25, 30, 45, 50, 60, 74. დრო დაუთმეთ თვითანალიზს და თვითშემეცნებას, ვინაიდან თქვენი თავის ყველაზე დიდი პრობლემა თავად ხართ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი თარიღი: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. თითოეული ეს ეტაპი მოგიტანთ ახალ გამოცდილებას, რომელიც ნამდვილად წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.
თხის რქა
მნიშვნელოვანი თარიღები: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. არ დაგავიწყდეთ ეს წლები, ვინაიდან ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდები გელით. შესაძლებელია სიმტკიცეზეც მოგიწიოთ გამოცდის ჩაბარება, რაც უფრო ძლიერს და ბრძენს გაგხდით.
მერწყული
მნიშვნელოვანი თარიღები: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებმა საბედისწერო თარიღებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვინაიდან სწორედ ისინი იქონიებენ გავლენას მათ ცხოვრებაზე.
თევზები
მნიშვნელოვანი თარიღები: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. საკმაოდ ემოციურად გადაგაქვთ ცვლილებები, პოზიტიურიც კი. უმჯობესია ისწავლოთ შინაგანი სიმშვიდე იმისათვის, რომ მადლიერების გრძნობით შეხვდეთ სიახლეებს.




































































