გოგრა
გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა დარღვეული ბალანსის აღდგენის. მას გამოიყენებენ დიაბეტის დროს. გოგრის წვენი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
ხახვი
არამხოლოდ სასარგებლო, არამედ პანაცეაა ნებისმიერი დაავადებისთვის. თერმული დამუშავების შემდეგაც ხახვი არ კარგავს თავის თვისებებს.
პომიდორი
მისი წვენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. პომიდორი კუჭის დაავადებების და კიბოს რისკს ამცირებს. რეკომენდირებულია მისი ყოველდღიური მიღება, სასურველია ცოტა ზეთთან ერთად, რათა ორგანიზმმა უკეთ შეიწოვოს.
კიტრი
მის შემადგენლობაში ვიტამინი С, В1 და В2 არის. ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას. მისი ყოველდღიური მიღება არეგულირებს საჭმლის გადამუშავებას. სასარგებლოა მათთვის ვისაც ქრონიკული შეკრულობა აწუხებს.
კომბოსტო
მასში ვიტამინების დიდი რაოდენობაა С, А, Р, К და В. 250 გრამი კომბოსტო ცოტა ზეთთან ერთად შეიცავს მთელი დღის ვიტამინების ნორმას. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომბოსტოს სწორი მომზადებაა საჭირო, ხშირად მისი თვისებები იკარგება.
სტაფილო
ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში ასმევდნენ სტაფილოს წვენს, რომელიც ზრდაში გვეხმარებოდა. სტაფილოს წვენი აუცილებლად ცოტა ცხიმთან ერთად უნდა მიიღოთ, სხვანაირად ვერ შეძლებს ორგანიზმი მის ათვისებას ( დაამატეთ ცოტა რძე ან ზეთი).