ქუთაისში დაკარგულ 50 წლამდე ასაკის მზია ლომაიას ძებნა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ქალი გუშინ დილის დაახლოებით 06:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ოჯახის წევრების განცხადებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მზია ლომაია სახლიდან გასვლის შემდეგ გადაადგილდება ქუთაისში და მიემართება რიონჰესის მიმართულებით. დაფიქსირებულია, რომ ის ხიდს კვეთს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. არსებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე კამერების დაფარვა სრულად არ ხორციელდება, რაც დამატებით ართულებს მისი გადაადგილების დადგენას.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან პოლიცია, სამაშველო სამსახური და საგამოძიებო უწყებები. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.
ოჯახის წევრები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას და მოუწოდებენ ყველას, ვინც შესაძლოა, ფლობს რაიმე ინფორმაციას, დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს.
“დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ახლომდებარე საავადმყოფოში მუშაობს. მისი თქმით, იგი ყოველ დილით სწორედ ამ ხიდზე გადადის და გუშინ დილას დაინახა ჩუსტები, რომლებიც მამიდას ეცვა. მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, ეს ჩუსტებიც გაქრა, სავარაუდოდ, ჩუსტები რიგით სხვა გამვლელს მოეწონა და წაიღო, _ ინფორმაციას ინფოიმერეთი ავრცელებს.
































































