სამსახურში შინაგანაწესს იცავთ, ხოლო სამუშაო საათები დასრულდება თუ არა, თვლით, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ. ხშირად სწორედ ამ დროს დაშვებული შეცდომები უფრო მძიმე და გამოუსწორებელია. ერთმა ასეთმა დეტალმაც კი შეიძლება თქვენ საქმიან რეპუტაციას საგრძნობი ზიანი მიაყენოს.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოაქვეყნეს ის რჩევები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები სამსახურში.
ნაკლები ილაყბეთ.
არ დათვრეთ კოლეგებთან ერთად.
კონკურენტებთან მუშაობა.
ნუ იქნებით გულახდილი ინტერნეტში.
ნუ განათავსებთ პირადულ ფოტოებს სოციალურ ქსელში.
კოლეგას ფიზიკურად ნუ შეეხებით.
არ გახდეთ კრიმინალური ამბის გმირი.
არასოდეს იკამათოთ რელიგიაზე და პოლიტიკაზე(უკეთესი იქნება, თუ ამ თემებს კოლეგებთან საერთოდ არ განიხილავთ. ადამიანები განსხვავებულები არიან და შეიძლება ზოგიერთი შორს იყოს ტელერანტობისაგან).
არ იმეგობროთ კონკურენტი კომპანიის თანამშრომლებთან.