სამოქალაქო აქტივისტმა დავით მჟავანაძემ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბა ბახმაროში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ბლოკპოსტი დააყენა ბახმაროს შესასვლელში.
“ამ ბლოკპოსტის მიღმა სპეციალური ნებართვის გარეშე სამშენებლო მასალების შეტანა რომ აკრძალულია, ამ გადაწყვეტილების კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით ცალკე საკითხია“, _ წერს მჟავანაძე.
“გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს კითხვით მიმართა: _ დღეს სამოქალაქო აქტივისტმა გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქზე, რომ ბახმაროში ბლოკპოსტი არის მოწყობილი. იგი წერს რომ ამ ქმედებით უკანონო მშენებლობის აღკვეთის რა გითხრათ და უკანონოდ ფულის კეთების და კორუფციის ახალი კერა გააჩინეს (ეს მჟავანაძის ციტატაა). რამ განაპირობა ამ ბლოკპოსტის გაკეთება ამ ეტაპზე და რა კომენტარს გააკეთებთ მჟავანაძის მიერ გაჟღერებულ ფეისბუქ სტატუსზე?
_ უკანონო მშენებლობის პრევენციის მიზნით, რაც, სამწუხაროდ, ხშირია ბახმაროში, ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამავდროულად, მერიის თანამშრომლები ამოწმებენ მხოლოდ იმ სატვირთო ავტომობილებს, რომლებსაც გადააქვთ საამშენებლო მასალა. არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არც გადაადგილება და არც მართლზომიერ საკუთრებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული უფლებების გახორციელება არ ეზღუდება”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ავტორი

































































