ძლიერმა წვიმამ სენაკში სერიოზული პრობლემები გამოიწვია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც.
„გურია ნიუსი“ დეტალების გასარკვევად სენაკის მერიას დაუკავშირდა.
,,სენაკში, წყალდოდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები”,-აცხადებენ სენაკის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.





































































