„მიმწოდებელმა უნდა განხორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტი, გარე გამოყენების კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით (Avigilon, AETEK) და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (Hikvision, Dahua, Milesight) შეკეთების მომსახურეობა პრეისკურანტით.
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებისა და გარე გამოყენების კორპუსის შეკეთება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში მითითებული მარაგი ნაწილების შეკეთებით ან/და ახლით შეცვლით.
მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის დემონტაჟი, დიაგნოსტირება, შეკეთება და პირვანდელ ადგილზე მონტაჟი.” – აღნიშნულია ოფიაციალური ონფორმაციაში.
ტენდერში წინადადების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 76 250 ლარს შეადგენს.

































































