ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კარტრიჯების შეძენას აპირებს. „შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საჭიროებისთვის კარტრიჯების შესყიდვა და მოწოდება, ქ. ოზურგეთში, კოსტავას ქ. #1-ში“, _ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
დაგეგმილია არის 170 ცალის სხვადასხვა სახის კარტრიჯის ყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 120 ლარს შეადგენს. წინადადების მიღება 13 ივნისს დაიწყო და მთავრდება დღეს, 15 ივნისს 14:30 წუთზე.
„მოსაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი (გამოუყენებელი), კარგ მდგომარეობაში, არ უნდა აღენიშნებოდეს გარეგანი დეფექტი, უნდა ფუნქციონირებდეს დანიშნულების მიხედვით,
მოსაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ცხრილში მოცემული მონაცემების მსგავსი ან უკეთესი.
მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და განახორციელოს დაზიანებული/ნაკლის მქონე საქონლის შეცვლა ახლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში“, _ წერია procurement.gov.ge-ზე.
ავტორი






































































