ოჯახის მთავარი კეთილდღეობა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამამ ყველაფერი უნდა შეძლოს, ოღონდაც დედას მისცეს ჭამის, დაძინებისა და სეირნობის საშუალება.
ეს მკურნალობაა რთული, თორემ დაავადების პოვნა, მედიცინის თანამედროვე დონით – ელემენტარულია.
ბავშვის მოხატვა ბრილიანტის მწვანე სითხით მშობლის პირადი საქმეა და განისაზღვრება ფერწერისადმი სიყვარულით, მკურნალობასთან კი არავითარი კავშირი არ აქვს.
ბავშვები უნდა იყვნენ გამხდრები და მოუსვენრები.
ბედნიერი ბავშვი – პირველ რიგში, ესაა ჯანმრთელი ბავშვი და მხოლოდ ამის შემდეგაა იგი კითხვის მოყვარული და ვიოლინოზე დამკვრელი.
არადროს, არავითარი გარემოების დროს არ აიძულოთ ბავშვს ჭამა. ეს იმას უდრის, რომ მანქანის ავზი საწვავით გაავსოთ და ფარეხში დააყენოთ.
კარგი საბავშვო ბაღი ისაა, რომელშიც ითხოვენ ჩექმებსა და საწვიმრებს იმისათვის, რომ ბავშვები გარეთ ასეირნონ მაშინ, როცა საშინლად წვიმს.
ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ, რადგან კვირაობით ბებიებთან მიდიან. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, სიყვარულის საზომად საკვებია მიღებული.
იმუნიტეტის გაძლიერება – ესაა ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, კარგი განწყობა, სიყვარული, სეირნობა, მინიმალური ჭამა, ფიზიკური აქტივობა.
ნუ დახარჯავთ დროსა და ნერვებს თქვენი შვილის “შეცდომების” ძებნაში!
მთავარი კანონი: საკვების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დახარჯული ენერგიის რაოდენობას.
ბავშვს არავის არაფერი მართებს.
აგარაკი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ზღვა – თუ ბავშვი 2 თვე ნახევრად მშიერი, ბინძური და ფეხშიშველი დარბის – ეს მის ჯანმრთელობას მთელი წლით აღადგენს.
მოდით, გეშინოდეთ სწორად: არა ექიმებისა და საავადმყოფოს, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობისა!
ავტორი