საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ.
“უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან.
საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.
შემდგარ საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
“მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი,” – წერს სიბიჰა.





































































