https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რითი იცნეს სოსო ჯაჭვლიანი სიღნაღში

21:54; 27.11.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ბატონი სოსო ჯაჭვლიანი ბრძანდება და ბატონი სოსოს რამდენიმე სახალისო მოგონებას წარმოგიდგენთ.

„დავიბადე და გავიზარდე მესტიაში.

თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვედი. ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ, კინოგადაღება მექცა პირველ დღესასწაულად.

დაუვიწყარი გედიას როლი იყო ჩემი დებიუტი კინოში. ფილმი „ნატვრის ხე“ ხომ აბულაძის მოვლენათა მოვლენაა.

წარმოიდგინეთ, როგორ განწყობაზე ვიქნებოდი გუშინდელი ბავშვი, რომელიც მიიწვიეს გადაღებაზე ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეროსი… ლეგენდარული სესილია და კახი კავსაძე.

სიღნაღში ვიღებდით რამდენიმე ეპიზოდს. ყოველ შესვენებაზე რაიკომის სასადილოში ვსადილობდით.

მეორე სადილობაზე შევამჩნიე, რომ კახელი, ტალიკ-ტალიკი ბიჭების ზედახორა იყო სასადილოს კართან. მიხარია: მიყურებენ მე – კინომსახიობს, მაშასადამე, უკვე პოპულარული ვარ…

მოვრჩი სადილს, მივუახლოვდი კარს, რაღაცა ხომ უნდა ვუთხრა, ჩემით რომ ამაყობენ?

-გიყვარვართ, ჭინკებო? – შევეხუმრე.

– მაშა! – მიპასუხა შედარებით გაბედულმა, – ძია, აი იმასა, – მანიშნა მეორეზე, – სანაძლეო დავუდე, რომ შენ ისა ხარ.

– ისა ვარ, მაშ! – გამიხარდა.

– აი, ხო გითხარი, ჯო, მოგიგე! – გადახედა ამხანაგს გაბედულმა.

– მაინც ვინ ვარ? – შევეკითხე ბავშვს, თან, ვფიქრობ, ახლა მეტყვის, მთავარი როლის შემსრულებელი სოსო ჯაჭვლიანი ხარო, მე უნდა გამიხარდეს, გავიბადრო და ვუთხრა: – დიახ მე ვარ ის ბიჭი, გედია-მეთქი, მაგრამ…

– ვინა ხარ და ისა, 12 პორცია შნიცელს რომ ჭამს ერთ ჯერზე, სამ ბანკა მაწონს რო აყოლებს და მაინც ვერა ძღება…

შემომეყარა გულზე, მაგრამ, რაღას ვიზამდი? უკან აღარ დავიხიე:

– კი, მე ვარ… შენ ხარ მოგებული. მაინც, რაზე დანაძლევდით?

– ერთ პორცია შნიცელს მიყიდის ეგა, – მიმანიშნა ნიძლავწაგებულზე“.

ნება მომეცით ბატონი სოსოს კიდევ ერთი მოგონება წარმოგიდგინოთ.

„ძალიან მიყვარს, იუმორი და ამ დროს არაფერი მწყინს, თუნდაც მსუბუქი დაცინვა ან გამოჯავრება.

რამდენიმე წლის წინ უცხოეთში, ტურნეში წარმატებული გამოსვლით გახარებულები, აღტაცებას ვერ ვფარავდით.

მკლავჭიდი სულაც არ არის მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული სპორტის სახეობა, მას ტექნიკა თუ არ ახლავს, ძალა მხოლოდ დაგაზარალებს.

იყო ამ ტურნირზე ერთი ცნობილი ამერიკელი მკლავჭიდელი, რომელიც ძალიან დაგვიმეგობრდა და მკლავჭიდის უამრავ საიდუმლოსაც გვაზიარა, ბოლოს კი, მეგობრობის ნიშნად, მე და ერთ ჩემს სვან თანაგუნდელს სამკერდე ნიშნები გვისახსოვრა, რომლებზეც ჯანისა და ღონის სიმბოლოდ, უზარმაზარრქებიანი ხარი იყო გამოსახული. ეს ჩემი სვანი თანაგუნდელი ჩუმად მეკითხება გაოცებული:

– რატომ გვაჩუქა მხოლოდ მე და შენ ეს სამკერდე ნიშნები ამ ამერიკელმა, თანაც, რქების გამოსახულებით?  ვერ ამიხსნი, სოსო?

საერთოდ, ასეთი კითხვები მხიარულ ხასიათზე მაყენებს და ვუპასუხე:

– როგორ, თვითონ ვერ ხვდები?

– როგორ უნდა მივხვდე, ხარია და რქები აქვს, რომელი კოლმეურნეები ჩვენ გვნახა?

– მართლა არ იცი? – არ ვეშვები მე.

– არა.

– იმიტომ, რომ სვანები ვართ და გაგვახარა-მეთქი.

მაშინვე დაიჯერა და მთელი გზა თბილისამდე ასე სჯეროდა. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ვიფიქრე, არავის უთხრას, რაც ვემასხრე და არ შემარცხვინოს ახლობლებში-მეთქი და თავიდან ავუხსენი ყველაფერი.

საქმეში კი გაერკვა, მაგრამ, მგონი, პირველი ვერსია უფრო ესახელებოდა და, თუ არ მომჩვენებია, ის ახალი განმარტება, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც.

ჩვენი დღევანდელი წერილის მთავარი გმირი ბატონი სოსოა. მოდით, მის რიგით მესამე სახალისო „ისტორიას“ წარმოგიდგენთ.

„2002 წელია. კანადაში ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში. როგორც ყოველთვის, არც მაშინ შეგვირცხვენია ქვეყანა და რამდენიმე საამაყო მედლით უნდა დავბრუნდეთ სამშობლოს მონატრებულ მიწაზე.

სიტყვა „მონატრებული“ სპეციალურად ვახსენე, იმიტომ რომ, მე მენატრებოდა ქართული მიწა, თორემ, ჩვენი გუნდის ორი წევრი, თურმე, სულაც არ ფიქრობდა ასე.

წინასწარ უნდა მოგახსენოთ, რომ იმ დროისთვის ძალიან ჭირდა საქართველოში ცხოვრება: უფულობა, უშუქობა, უმუშევრობა ბატონობდა. ზემოთ ნახსენებმა ჩვენმა ორმა თანაგუნდელმა მოულოდნელად გამოაცხადა – ჩვენ გადავწყვიტეთ, კანადაში დავრჩეთო.

– რატომ, კაცო, რატომ? – ვიწყინე სასტიკად.

– ძალიან მოგვეწონა აქაურობა, – იყო მოკლე პასუხი.

– როგორ, საქართველოს კანადა გირჩევნიათ?

– კანადა არ გვირჩევნია, მაგრამ, აქ, სამუშაოს ვიშოვით, ანაზღაურება კარგი ყოფილა და ოჯახებს დავეხმარებით აქედან.

არგუმენტი მტკიცე იყო და რას ვიზამდით?!

დარჩენით კი დარჩნენ, მაგრამ, რა ქნან ახლა? ენა არ იციან, მოქალაქეობა არ აქვთ, არალეგალები არიან. ვინ მიიღებს სამუშაოზე, მსოფლიოს ჩემპიონები კი არა, გალაქტიკის ჩემპიონებიც რომ იყვნენ?!

საგონებელში ჩაცვივდნენ, უბედურები. მიდგნენ, მოდგნენ და დაიქირავეს ერთი რუსული ენის მცოდნე იქაური ადვოკატი (რუსული ამათმა სხვა ენებზე უკეთ იცოდნენ) და სთხოვეს, თუ ახლა მოგვეხმარები, მერე ჩვენ ვიცოდეთ შენი პატივისცემაო.

ეს ადვოკატიც მონდომებით შეუდგა საქმეს. სულ ფურცელ-ფურცელ გადაჩხრიკა კოდექსები და „გამოსავალიც“ მოძებნა.

– ხელი უნდა მოაწეროთ, – ეუბნება ამ ალხანა-ჩალხანას.

– სად უნდა მოვაწეროთ? – გაუხარდათ.

– სად და, ქორწინების სახლშიო, – ადვოკატმა.

ვაიმეე, ამათ გაუხარდაათ?! – ცოლებიც გაგვიჩალიჩა და აწი ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.

– საცოლეები ჩვენ ავარჩიოთ თუ თქვენ აგვირჩევთ? – მოკრძალებით ეკითხებიან „მხსნელ“ ვექილს.

– რის გოგოები, რა გოგოები, ერთმანეთთან უნდა მოაწეროთ ხელი!

– როგორ, კაცო! – სასტიკად გაუკვირდათ ამათ, – რას ჰქვია, ხელი მოვაწეროთ, ორივე კაცები ვართ, თან – ჩემპიონები.

– მოკლედ, ასე, – დაწვრილებით უხსნის ადვოკატი, – თუ გინდათ, კანადაში ლეგალური პერსონები გახდეთ, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენ გეები, ანუ, „ცისფერები“ ხართ და, გინდათ, დაქორწინდეთ.

– არასოდეს! – თქვა ერთმა.

– არც ერთ ვარიანტში! – თქვა მეორემ. მაგრამ, მერე დაფიქრდნენ: ამის დედა ვატირე, ამხელა რამეს ვრისკავთ და ხელის მოწერას რაღა უნდა, რა ძნელი ეგაა, ქაღალდია, მეტი ხომ არაფერიო და… დათანხმდნენ.

ავსებენ სპეციალურ ანკეტას. ჩაათავეს პირველადი მონაცემები – გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ადგილი, და… „სქესზე“ გაიჭედნენ. გაიჭედნენ და გაოცებული ბაჭიებივით უყურებენ ერთმანეთს.

– ცოლი რომელი ვიქნებით? – იკითხა ერთმა.

– ხო, რომელი? – იკითხა მეორემ.

დაიწყეს კამათი, მაგრამ, ვერ მორიგდნენ.

ასე არ უნდაო და დასცხეს ერთმანეთს გვარიანად. მოვარდა პოლიცია, გააშველა, ორივეს ხელბორკილი დაადო და თბილისში უკრა თავი…“

[sexy_author_bio]

სოსო ჯაჭვლიანი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

„შეზარხოშებული“ ლერი ხაბელოვი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო