დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დოდო გვაზავას თქმით, ქვეყანაში თბილი დღეები 31 მაისიდან დაიწყება:
„ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 31 მაისიდან. მომავალ კვირას ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა +30 გრადუსიც კი დაფიქსირდეს“, — აღნიშნა მან.

































































