ორი დღეა ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
“თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს”,_ აცხადებს თბილისი ენერჯი.
თბილისი ენერჯის განცხადებითვე, ამ დროისთვის ჩართვები დაწყებულია შემდეგ უბნებში – ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები, ვაკე.
ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 აბონენტს შეუწყდა.