https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდს გურიაში

19:55; 24.10.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 არჩევნებამდე ორიოდე დღე დარჩა. საარჩევნო პროცესის მთავარი მონაწილე – ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინს მიანიჭოს ქვეყნის მართვის მანდატი, საით წაიყვანოს ქვეყანა და მისი მომავალი. 26 ოქტომბერი ის დღეა, როცა ფული, ძალაუფლება, ცრუ ავტორიტეტი, კუნთები, იარაღი ძალას კარგავს და ყველაზე ძლიერი ხდება ამომრჩევლის ხმა! სწორედ შენ ხმას, ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს, შენი შვილების, შთამომავლობის საუკუნოვანი ბედი! ამ დღეს, როგორც არასდროს, ჩანს რამდენადაა დამოკიდებული არჩევნების კიდევ ერთი აქტიორი – პოლიტიკური სპექტრი ხალხის ხმაზე, როგორ შეიძლება მათ ბიულეტენის მეშვეობით ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. მოდით, ვნახოთ, რა ხდება და როგორ აფასებენ წინასაარჩევნო პერიოდს გურიაში ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

 მიმდინარე კვირა ორშაბათს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანიშნული ბრიფინგით დაიწყო. ოპოზიციონერებმა დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ამომრჩევლის დაშინების მიზნით, გურიაში კრიმინალური ზონდერები და  მოჭიდავეები ჩამოიყვანა.

დავით მჟავანაძე: არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და „ქართული ოცნება“ ცდილობს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებით და ზონდერებით  ქართველს ხალხს მოპარონ არჩევნები.

 თათია ნიკოლაიშვილი: ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვანო ჩხარტიშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ყველანაირად  ცდილობენ, კრიმინალურ ზონდერებით და მოჭიდავეებით დააშინონ და იძალადონ ადამიანებზე არჩევნების დღეს. ვიდეოკადრებიც გადაღებულია, რომ ოზურგეთში  იყვნენ ძმები გეგეშიძეები ჩამოსული. ყველას კარგად გვახსოვს მათი ქმედებები კოცხელის ინციდენტის დროს.

მინდა, მივმართო გურულებს და საქართველოს მოქალაქეებს _ ნუ შეეშინდებათ. აიღონ მათგან დარიგებული ფული, ნუ შევლენ დაპირისპირებაში. მთავარია და გარანტირებული, რომ ადამიანები, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე, მათი ხმა იქნება დაცული და   მხოლოდ მათ ეცოდინებათ საკუთარი არჩევანის შესახებ.

 ამ ბრალდებების საპასუხოდ, “გურია ნიუსთან“ კომენტარში,“ქართული ოცნების“ ოფისში ამბობენ: “რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირველად არ გვესმის ცრუ ბრალდებები. ისინი გამიზნულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და შიშის დათესვას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ თავისი პრინციპებით ეწინააღმდეგება ძალადობას და დაშინებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან, ტყუილებით და პროვოკაციებით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელშეშლას და ყველაფერს კადრულობენ, რადგან ფიქრობენ, რომ დიდი სხვაობით აგებენ და ხალხის მხარდაჭრა არ აქვთ. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი არის, ის რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში და ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. “გლობალური ომის პარტიის” ცრუ ბრალდებებზე კი მეტ კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, _ განაცხადეს “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციაში.

 თათია ნიკოლაიშვილი და დავით მჟავანაძე, წინასაარჩევნო პერიოდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძეს და მის წარმომადგენელს დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სამუშაო საათების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ყოფნას ედავებოდნენ.

 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა. რაც შეეხება, დავით შარაშიძეს, მისი ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში მოსამართლემ არ დაადგინა.

კოალიაცია „ცვლილებებისთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირინა ინარიძე ამბობს,  რომ  გურიაში წინასაარჩევნო გარემო, მეტნაკლებად, დანარჩენი საქართველოს იდენტურია.

ირინა ინარიძე: _ ხელისუფლება არ ღალატობს ნაცად მეთოდებს _ სისტემურ დაშინებას, მოტყუებას, საჯარო მოხელეების, აიპიებში დასაქმებულების, სოციალურად დაუცველების, კრიმინალური ავტორიტეტების, პატიმართა ნათესავების, მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანებისაც კი მობილიზება! მათზე ზეწოლა, ითხოვენ პირადობებს, აიძულებენ მათб თავიანი ოჯახის წევრებზე მოახდინონ ზეგავლენა.

მოკლედ, აქ ყველაფერია, რაც “ქართული ოცნების“ არსენალში მოიპოვება არჩევნების გასაყალბებლად. მაგრამ მინდა დადასტურებულად გითხრათ, რომ ხალხს არ ეშინია _ ადამიანები საკუთარი ინიციატივით მოდიან, გვითვლიან, გვწერენ, ხელით გვანიშნებენ, რომ ხმას ოცნებას არ მისცემენ; რომ მათ საბოლოოდ გამოუტანეს განაჩენი ამ ხელისუფლებას. დაბეჯითებით გეტყვით იმასაც, რომ სისტემა შიგნიდან არის გარღვეული: რიგითი საჯარო მოხელეები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ჩუმად კი არიან, მაგრამ იციან, რა უნდა გააკეთონ საარჩევნო ურნებთან. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა ადამიანების, მჯერა მომავლის, მჯერა, ქართველ კაცს შავის თეთრისგან გარჩევა არ გაუჭირდება, მით უფრო დღეს, როცა ეს ძალიან თვალშისაცემია. “ოცნებას“ კი ლინკოლნის სიტყვებს შევახსენებ: შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი ან ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ!

რა განწყობებია ხალხში? – ამ კითხვაზე ირინა ინარიძის კომენტარი ასეთია:

ირინა ინარიძე:  _ ნამდვილად ოპტიმისტური და იმედიანია, ხალხი ცვლილებების მოლოდინშია და ამის გარდაუვალობით ყველაფერი გაჯერებულია, ჰაერიც კი. ადამიანებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, ეს მთავრობა გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე, როგორც უვარგისი და მისი ნების მოწინააღმდეგე. 12-წლიანი ციკლი, როგორც წესი, ზედმიწევნით დემოკრატიულ მთავრობებსაც კი წასვლის აუცილებლობლობის წინაშე აყენებს, არათუ ჩვენნაირ ანტიქართულ, ანტიდემოკრატიულ, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარებელ მთავრობას. ამას თუ იმ მთავარ ფაქტორსაც დავუმატებთ, რასაც ამ ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული პრორუსულობა ჰქვია, ცხადი ხდება რა უნდა ხალხს; ხალხს, რომელიც ბევრი საუკუნეა საკუთარ იდენტობას ევროპასთან აიგივებს და მისკენ ისწრაფვის. ასე რომ, ხალხი ცვლილებებს ვითხოვთ და ეს ცვლილებები იქნება, ქართული ოცნების ყველანაირი მეცადინეობა ამ გეზის შესაცვლელად, კრახისთვისაა განწირული.

წინასაარჩევნო გარემოს „გურია ნიუსთან“ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის _ „გახარია _ საქართველოსთვის“ წევრი პეტრე სალუქვაძე აფასებს.

პეტრე სალუქვაძე: _ წინასაარჩევნო პერიოდი გურიაში ოპოზიციური სპექტრისთვის საკმაოდ რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა ვერ ახერხებს ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. გარდა ამისა, ეს გავლენა ვრცელდება ადამიანებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ რეგიონებში, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ამ და მრავალი სხვა ფაქტორის გამო ამომრჩეველთან კომუნიკაცია ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. განსაკუთრებით ძლიერი ოპოზიციისთვის, რომელიც რეალურად მმართველ პარტიას ოპონენტად ესახება. კიდევ ერთ სირთულეს ქმნის ფაქტი, რომ მედიათა უმეტესობა ცდილობს მხოლოდ მათთვის მომგებიანი პოლიტიკური პარტიები გააშუქონ, რაც ჩვენნაირ, საჯარო მოხელეთა პარტიას არამომგებიან სიტუაციაში აყენებს, რადგან არათანაბარი მდგომარეობაში გვიწევს ოპერირება. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ ყველანაირად სცადა მისთვის _ძლიერი კონკურენტისთვის ხელის შეშლა; სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შეზღუდული წვდომა გვაქვს ყველანაირ რესურსზე, ვერ ვიღებთ სახელმწიფო დაფინანსებას მიუხედავად იმ შედეგისა, რომელიც 2021 წელს ჩვენმა პარტიამ აჩვენა. ასევე, მედიებს აჯარიმებენ იმის გამო, რომ ჩვენი პოლიტიკური რეკლამა გააშუქეს; ჩვენი პოლიტიკური რეკლამა პლაკატების სახით გამუდმებით ნადგურდება და ამაზე რეაგირება არ ხდება.

პეტრე სალუქვაძე, ასევე, საუბრობს ამომრჩევლების განწყობაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც ხალხთან წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გააჟღერა პარტიამ.

პეტრე სალუქვაძე: _  ჩვენი საარჩევნო კამპანია მეტად განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რადგან ჩვენ ხალხს ვპირდებით რეალურ ცვლილებებს, რომელიც რიცხვებშია გამოსახული. რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელზეც ვესაუბრებით ხალხს შეხვედრისას არის მინიმალური ხელფასი, რომელიც გათვალისწინებული იქნება კანონით, უმუშევრობის დაზღვევა, რომ ადამიანები, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ბედის ანაბარა არ დარჩნენ და ის პასუხისმგებლობები რაც მათ ექნებათ, ცოტა ხნით, სახელმწიფომ აიღოს. ყურადღებას ვამახვილებთ გადაუჭრელ მუნიციპალურ პრობლემებზე, მაგალითად: ჩვენი პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, 4 წლის ვადაში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იქნება წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, რაც დღესდღეობით მიუწვდომელია მოსახლეობის უმეტესობისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ჩაფლულია კორუფციაში, რასაც ადასტურებს ის გახორციელებული პროექტები, რასაც მერია და თვითმმართველობა ერთად აკეთებს; სწორედ კორუფციის პრობლემაზე ვამახვილებთ, ასევე, საკმაოდ დიდ ყურადღებას, რომელიც მიბმულია ნეპოტიზმსა და სოციალურ უთანასწორობაზე. ამ მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას ვპირდებით მოსახლეობას. ვცდილობთ, ყურადღება გავამახვილოთ ახალგაზრდების პრობლემებზე, კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ კვალიფიციური ახალგაზრდები სამსახურის ძიების მოტივით არ უნდა ტოვებდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. ამაშიც მაქსიმალურად დავეხმარებით მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ აქტიურად მიმდინარეობდა მათი კოალიციის პლაკატების ჩამოხევა და ეს ხდება მიზანმიმართულად.

ვატო სურგულაძე: _ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებული არიან აიპებ-ში. იყო შემთხვევა ლანჩხუთში _ დასუფთავების სამსახურის უფროსი დადიოდა და პლაკატებს ხევდა. არაერთი ფაქტი იყო ლანჩხუთში, როდესაც სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებოდნენ ოპოზიციური განწყობის ადამიანებს. „არ მოგცემთ სახურავს და მოგიხსნით სოციალურს“ – ასეთი ტექსტები ხშირად დაფიქსირდა. მინდა ვთქვა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, ამ სიტყვებს აზრი დაეკარგება, რადგან მმართველი პარტია ამ არჩევნებს აგებს. ისინი ხელისუფლებაში ვეღარ იქნებიან და ვეღარ დაემუქრებიან ხალხს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები და 2020 წლის არჩევნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. წელს არის საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის სტატუსს და ამას, ხალხის წყალობით, ნამდვილად მივაღწევთ.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება 26 ოქტომბერს, ვატო სურგულაძე ასე გვპასუხობს: _ ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები და ამას ემატება ის ფაქტებიც, რომ კოალიციის წარმომადგენლები და პირადად მე, კარდაკარ დავდივართ. ვხვდები ხალხს და მათგან ვისმენ რეალურ ამბებს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებები აუცილებელია. ერთი თვეა, რაც ვარ გურიაში, თითქმის ყოველდღე დავდივარ სხვადასხვა სოფელში და შესაბამისად, ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ვიცი ხალხის აზრი. აქვე მინდა აღვნიშნო: ამ არჩევნებზე 9 ნომერს თუ დაუჭერს მხარს ამომრჩეველი, ამაზე უკეთესი რა იქნება, მაგრამ, მთავარია, არ გააფერადოს მმართველი გუნდის ნომერი და თუ ჩვენი საარჩევნო პროგრამა არ მოსწონთ, სხვა ოპოზიციურ პარტიას დაუჭირონ მხარი.

გურია იყო ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი და ახლა ეკონომიკური მაჩვენებლებით რაჭამაც კი გადაგვისწრო. რა ხდება რეგიონში, ეს თქვენც კარგად იცით _ დაცლილი სოფლები, რომლის ყურებაც არ არის ადვილი! გურია უნდა აღორძინდეს და ის დიდება უნდა დაუბრუნდეს, რაც 30 წლის წინ ჰქონდა. მაგალითად, სოფელ შრომაში ვიყავი ერთ უბანში, სადაც ადრე 32 კომლი ცხოვრობდა და ახლა ერთი ოჯახი ცხოვრობს! ხალხს 21-ე საუკუნეში წყალზე და გზაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. სოფელ ჯუმათიდან რომ წახვიდეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სრულად მოშლილია გზა. ასევე, მეტია გასაკეთებელი, რომ ჩაის კულტურას კარგად მივხედოთ. მიმაჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აეროპორტის გაკეთება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ლანჩხუთში ჩვენმა მხარდამჭერმა მითხრა, 12 წელიწადი ხაჭაპურის ჭამა მობეზრდება კაცსო! ამიტომ, ცვლილებები აუცილებლად საჭიროა, _ გვითხრა ვატო სურგულაძემ.

„გურია ნიუსმა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შეკითხვაზე, თუ რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი „ქართულმა ოცნებამ“ ხალხთან შეხვედრის დროს, გვპასუხობს:

არჩილ თალაკვაძე: _  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც შეძლო ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესის მიღწევა – უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და კანდიდატის სტატუსის მოპოვება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია აქტიურად ჩავატარეთ – შევხვდით ჩვენს თანამოქალაქეებს დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული – მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, ჩვენი კულტურის, რწმენის და ფასეულობების დაცვა, საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, მეტი კეთილდღეობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც განათლებას და პროფესიულ განვითარებას, ახალ სამუშაო ადგილებს და დასაქმებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს.

_ ოპოზიცია საუბრობს „ქართული ოცნების“ მიერ, წინასარჩევნო პერიოდში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ტყუილებზე აწყობილ წინასაარჩევნო კამპანიაზე…

_ და ამას ამბობს ოპოზიცია, რომელსაც, წლების განმავლობაში, თავისი მოქალაქეების მოტყუების, სიმართლისთვის ადამიანების დევნის, კრიტიკულ ტელევიზიებში რეიდებით შესვლის და ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმების გარდა, არაფერი გაუკეთებია. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ საარჩევნო შეხვედრებს არასამუშაო საათებში, დასვენების დღეებში, ან ნებისმიერ დროს, როდესაც ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან – ამას ოპოზიცია ვერ შეუზღუდავს. თუ დასაბუთებული პრეტენზია აქვთ და ჰაერზე არ საუბრობენ, ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მტკიცებულებები გააჩნიათ – შეუძლიათ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სამართლებრივი ექსპერტი გიორგი მონიავა „გურია ნიუსთან“ საუბრის  დროს აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს რეგიონებში თითქმის ერთნაირი სიტუაცია იყო:

„ წინასაარჩევნოდ ხალხის და საჯარო მოხელეების მობილიზებას ახდენდა „ქართული ოცნება“; სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგების ჩართვა ხდებოდა საარჩევნო პროცესებში; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე მეზობელი მუნიციპალიტეტიდან ხდებოდა ხალხის მობილიზება, მათი ტრანსპორტირება. ასევე, დაფიქსირდა პერსონალური მონაცემების კანონსაწინააღმდეგო მიზნებით მოპოვება, ხდებოდა ამ მონაცემების დამუშავება და შენახვა. ვგულისხმობ, პირადობის მოწმობების გამორთმევას, პირადი ინფორმაციის ჩაწერას, ამომრჩევლების აღრიცხვას პერსონალური ინფორმაციის მითითებით. მინდა ვთქვა, რომ ყველგან თითქმის ერთნაირი სიტუაციაა.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

არჩევნები 2024
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

09:34; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

09:12; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

08:26; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14 სექტემბერი, 2026

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ყველა სიახლე

სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026
საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება

9:10; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

8:27; 15.09.2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

8:26; 15.09.2026
მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო