ადამიანის სიმაღლის 65-85 პროცენტს მისი გენეტიკა განსაზღვრავს. დანარჩენი, გარემო ფაქტორებსა და სწორ კვებაზეა დამოკიდებული.
არც გენეტიკა და არც სწორი კვება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მაღალი იქნებით, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებული ბევრი მითი არსებობს.
კალათბურთზე ბავშვის შეყვანა სიმაღლეში ზრდას დააჩქარებს
ასე ალბათ იმიტომ ფიქრობენ, რომ კალათბურთელები მაღლები არიან, თუმცა სინამდვილეში კალათბურთს სწორედ იმიტომ თამაშობენ, რომ მაღლები არიან.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სპორტი გვეხმარება, რომ უფრო ენერგიულები და ძლიერები ვიყოთ, თუმცა სიმაღლეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
იოგა და გაწელვა სიმაღლეში გვზრდის
მცდარია მოსაზრება, რომ იოგა სიმაღლეში გვზრდის, თუმცა მას მართლა შეუძლია დგომის მანერა გამოგისწოროთ რაც ვიზუალურად რამდენიმე სანტიმეტრს დაგიმატებთ.
ძელზე ჩამოკიდება ეფექტური გზაა გასამაღლებლად
ძელზე ჩამოკიდება მართლაც დაგიმატებთ ერთ სანტიმეტრს, მაგრამ ეფექტი რამდენიმე საათში გაქრება.
ყავა სიმაღლეში ზრდას აფერხებს
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყავა სიმაღლეში ზრდას აფერხებს, მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში, ყავას უბრალოდ არ აქვს სასარგებლო ნივთიერებები და მადის დაქვეითება შეუძლია.
რძის პროდუქტები პირდაპირ კავშირშია სიმაღლეში ზრდასთან
დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიტამინები და ცილები, რომლებიც ზრდისთვის გვჭირდება, მხოლოდ რძის პროდუქტებში არაა.
































































